კელი დეგნანი

კელი დეგნანი

13 Jul. 2023, 12:19

მინდა, დავიწყო კომენტარით შაბათს, ლისის ტბასთან განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ.

შესაძლოა, ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ, ვფიქრობ, ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.

გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ.

ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.

ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია. ეს ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს.

მათ აქვთ ფეისბუქის გვერდები, ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს, ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან, თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან. ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე

საგარეო საქმეთა მინისტრების მოსვლა აქციაზე და ქართველ ხალხთან დგომა არის გაგრძელება იმ ურყევი ძალისხმევის და…