10 წიგნი, რომლის წაკითხვასაც მოასწრებ, სანამ მატარებელი ბათუმში ჩავა
ზაფხულის პირველი ნახევარი უკვე მიილია და ბევრისთვის სწორედ ახლა დადგა შვებულების დრო. დასასვენებლად თუ ზღვის სანაპიროსკენ გაგიწევია, ალბათ იმაზეც ფიქრობ, მგზავრობა მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო როგორ გახადო.
სტატიაში შემოგთავაზებთ 10 წიგნს, რომლის წაკითხვასაც მოასწრებ, სანამ მატარებელი ბათუმში ჩავა. თითოეული მათგანის სიუჟეტი პირველივე გვერდიდან დაგაინტერესებს და მგზავრობის დასასრულამდე დროც სწრაფად და სასიამოვნოდ გავა.
1. ორ ზღვას შუა
თუ მგზავრობისას ამ წიგნის კითხვას გადაწყვეტ, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შენ გვერდით მჯდომი ადამიანი, აუცილებლად დაინტერესდება, რა გაცინებს ასე გულიანად. მართლაც რთულია წაიკითხო ორ ზღვას შუა ისე, რომ პერსონაჟებმა, მათმა დიალოგებმა თუ სიუჟეტის იუმორისტულმა განვითარებამ ძალიან ბევრი არ გაცინოს.
მარი ბექაურის იუმორისტული მოთხრობების კრებულში თავმოყრილი სასაცილო თუ ახირებული ამბები, ერთი შეხედვით, აბსურდულია, მაგრამ რაც უნდა დაუჯერებლად ჩანდეს, თუ დაუფიქრდები, მიხვდები, რომ მსგავსი ისტორიები შენ გარშემოც არაერთხელ მომხდარა.
2. კაენი
ჟოზე სარამაგუს კაენი ძველი აღთქმის "რიმეიქია". ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც.
თუ გინდა შენი მგზავრობა საინტერესო და ემოციებით აღსავსე იყოს, მაშინ გზაში საკითხავად სწორედ ამ ირონიით აღსავსე ტექსტის წაღებას გირჩევთ.
3. სიკვდილის ლურჯი ეკრანი
ალბათ ვერც ერთი ჟანრი იპყრობს მკითხველის ყურადღებას იმდენად სწრაფად, როგორც დეტექტივი. სიკვდილის ლურჯი ეკრანი კი დეტექტიური და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრების ნაზავია. მზად ხარ პირველივე გვერდიდან ძალიან საინტერესო ამბის მონაწილე გახდე და სიუჟეტის განვითარების არაერთი ვარიანტი წარმოიდგინო?
მაშინ აუცილებლად გაიყოლე სიკვდილის ლურჯი ეკრანი, რომლის სიუჟეტიც პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ იწყება. რომანის მთავარ გმირს საოცარი ამბავი გადახდება თავს, რაც სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც კი შეცვალოს.
4. ზიდჰარტა
ზიდჰარტა ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს სიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელში ყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამ მას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნის გადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელია პირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგეს.
ზიდჰარტას და მის მეგობარ გოვინდას შეგიძლია თავგადასავლებში შენც შეუერთდე და მატარებლით აღმოსავლეთში იმოგზაურო.
5. დამალობანა
თუ კითხვისას მძაფრი ემოციების განცდა გინდა, შეგიძლია ელენე ჯაფარიძის დამალობანა წაიკითხო. რომანის სიუჟეტი დასაწყისშივე ჩაგითრევს და მთავარი პერსონაჟების გულშემატკივარიც გახდები.
ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით, ხოლო მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?
6. ნაწყვდიადევს
ჰარუკი მურაკამის წიგნების უმეტესობა სქელტანიანია, მაგრამ მაინც მოიძებნება ერთი რომანი, რომლის წაკითხვასაც სულ რამდენიმე საათში მოასწრებ.
ნაწყვდიადევს ღამის ტოკიოში იდუმალ შეხვედრებზე დაწერილი მცირე მოცულობის რომანია. ეს არის ისტორია ღამის ქალაქზე, ისტორია დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. რომანის ყველა ამბავი ერთ ღამეში ხდება. უზარმაზარ მეგაპოლისში ადამიანები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ, შორდებიან და ისევ ხვდებიან, როცა წყვდიადი უკან იხევს.
7. ვინ მოკლა ჩაიკა?
ანა კორძაია-სამადაშვილის ტექსტები ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება და გამონაკლისი არც ეს რომანია. სათაურითაც კი მარტივად მიხვდები, რომ სიუჟეტი მარტივად დაგაინტერესებს და წიგნის გვერდზე გადადებას დასასრულამდე ვერ შეძლებ.
ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ბედნიერი ქალი მკვდარია. მოკლეს. ყველამ ყველაფერი იცის, ერთი კაცის – გამომძიებლის გარდა. ვინ მოკლა ჩაიკა? ბნელით მოცული, ჩახვეულზე ჩახვეული ამბავია.
8. ალეფი
მოთხრობების კითხვა დროის სასიამოვნო და მალე გაყვანის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მოთხრობების ამ კრებულს კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალი ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და კლასიკოსის, XX საუკუნის სრულიად გამორჩეული მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში.
კრებულის შექმნა მწერლის შთაგონების წყარომ, ესტელ კანტომ განაპირობა. ეს ქალი ბორხესის დიდი სიყვარული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოლობაზე უარი უთხრა. ამ სიყვარულის წყალობით მსოფლიო ლიტერატურამ მეტაფიზიკითა და პოეზიით გაჯერებული კიდევ ერთი საოცარი ნაყოფი შეიძინა.
9. კურიერის ამბები
თუ თემო რეხვიაშვილის კურიერის ამბები ჯერაც არ წაგიკითხავს, მატარებელში უკეთეს გასართობს ნამდვილად ვერ იპოვი! თბილისს ისე დაინახავ, როგორც ჯერ არასდროს და გახალისდები იმ ისტორიებით, რომელიც მთავარ პერსონაჟს ჯერ თბილისში და შემდეგ ჰამბურგში გადახდება.
რომანი ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით.
10. სულიერი ძმა
სულიერი ძმა 2018 წელს გამოქვეყნდა და 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მიიღო. რომანი მოგვითხრობს ორი მეგობრის, ორი სენეგალელი მეომრის, ალფა ნდიაისა და მადემბა დიოპის გასაოცარ თავგადასავალზე. ისინი პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ. მწერლისთვის შთაგონების წყარო გახდა მისი ფრანგი დიდი პაპა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.
თუ ლიტოდისეის მკითხველი ხარ, სერიის ამ ეტაპისთვის ბოლო წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებს და რამდენიმე საათს სასიამოვნოდ გაგატარებინებს.
თუ გზაში საკითხავი წიგნი შეარჩიე, გეტყვით, რომ 17 ივლისიდან სულაკაურის წიგნის მაღაზიებსა და ვებგვერდზე საზაფხულო ფასდაკლება გელოდება. გირჩევდით ისიც არ დაგავიწყდეს, რომ უკანა გზაზეც დაგჭირდება რაიმე თავის შესაქცევად.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები