აშშ-ში ძებნა გამოცხადდა ქურდბაცაცა წავზე, რომელიც სერფერებს "აყაჩაღებს"
აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სანტა-კრუსის სანაპიროზე დამსვენებლებს ბოლო რამდენიმე კვირაა, ერთი პატარა და ფუმფულა არსება შიშის ზარს სცემს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით — თუმცა, ქურდბაცაცა წავმა სერფერები მაინც იმდენად შეაწუხა, რომ ცოტა ხნის წინ მასზე ძებნაც კი გამოცხადდა.
ზღვის სამხრეთულ წავს, სახელად 841-ს (აკვარიუმიდან ღია წყლებში გაშვებულ წავებს სახელებად ნომრები ენიჭებათ), აშშ-ის გარემოს დაცვის სამსახური უკვე მთელი კვირაა, ეძებს. 841-ის მიტყუებას სამსახურის თანამშრომლები სერფბორდით ცდილობენ, რადგან წავს თურმე სწორედ ეს ნივთი ჰყვარებია განსაკუთრებით. სიყვარულიცაა და სიყვარულიც — ეს ცუღლუტი არსება სერფერებს ზღვაში პირდაპირ "აყაჩაღებს". ინტერნეტში ვიდეოებიც კი გავრცელდა, როგორ ეჭიდავება წავი ადამიანებს და ცდილობს, სერფბორდი დაისაკუთროს.
თუმცა, ქურდბაცაცა წავის დაჭერის სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
როგორც ცნობილია, ყველაფერი 841-ის გამოჩენამდე ჯერ კიდევ ხუთი წლით ადრე დაიწყო, როცა კალიფორნიის ცენტრალურ სანაპიროზე ხალხმა მისი დედა, 723, მოიშინაურა. მსუნაგი 723 აღარც კაიაკებს უშინდებოდა და აღარც მცურავებს, ამიტომ მისი აკვარიუმში გადაყვანა გახდა საჭირო. აქ გაიგეს, რომ წავი მაკედ ყოფილა და მალე პატარა 841-იც დაიბადა. აკვარიუმის მომვლელები ყველანაირად შეეცადნენ, რომ ღია წყლებში გაშვებამდე მათი ახალი ბინადარი ადამიანებთან ძალიან არ გაშინაურებულიყო. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან დღეს უკვე ძებნილი 841 არა მხოლოდ მალულად ღრღნის ხალხის ნივთებს, დღისით-მზისით ძარცვავს კიდეც მათ.
არადა, მსგავსი ქცევა ზღვის სამხრეთული წავებისთვის, რომლებიც ადამიანებს უფრთხიან, უჩვეულოა. ზღვის ცხოველთა ეს სახეობა კი გადაშენების პირამდეა მისული, რადგან მათზე ბეწვის გამო ნადირობენ. დღეისთვის 3 ათასამდე სამხრეთული წავიღაა შემორჩენილი ჩრდილოეთ ამერიკის მიმდებარე წყლებში.
სწორედ ამის გათვალისწინებით, ქურდბაცაცა წავს, დაკავების შემთხვევაში, აკვარიუმში დააბრუნებენ, სადაც, დაწესებულების ხელმძღვანელის მტკიცებით, მხოლოდ საუკეთესო საკვებით გაუმასპინძლდებიან ყოველდღე.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები