ზელენსკის თქმით, მარცვლეულის ტრანსპორტირებას რუსეთის გარეშე გააგრძელებენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა.
- კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეთანხმებების ნაწილი არ შესრულდა.
- "ფაქტობრივად, შავი ზღვის ხელშეკრულებები დღეს აღარ მოქმედებს. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება", — თქვა მან.
- პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შეთანხმებას, როგორც კი მისი "რუსული ნაწილი" შესრულდება.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონიათ და ოკუპანტმა ქვეყანამ ის არა უკრაინასთან, არამედ გაეროს გენერალურ მდივანთან და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან გაწყვიტა.
- "გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; მეორე — რუსეთი, თურქეთი, გაერო. ასე რომ, როცა რუსეთი ამბობს, რომ [შეთანხმებას] წყვეტს, იგი წყვეტს შეთანხმებას გაეროს გენმდივან გუტიერეშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან, ჩვენთან — არა".
- უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მისცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისცა განკარგულება, მოამზადოს ოფიციალური სიგნალები გაეროსა და თურქეთისთვის, რათა მათ დაადასტურონ, რომ ინიციატივის გასაგრძელებლად მზად არიან.
- მისი თქმით, რუსეთის გარეშეც ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა შავი ზღვის დერეფანი გამოიყენონ.
- პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას უკვე მიმართეს გემების მფლობელმა კომპანიებმა და დაუდასტურეს მზაობა მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე.
უკრაინა საზღვაო გზით ყოველთვიურად 5-დან 6 მილიონ ტონამდე სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტს ახორციელებდა, სანამ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ქვეყნის პორტები არ დაბლოკა.
- უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შემცირებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სურსათის ფასების გლობალურ კრიზისში.
- 2022 წლის 22 ივლისის, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, რუსეთმა და უკრაინამ, თურქეთისა და გაეროს ჩართულობით ხელი მოაწერეს მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას.
- რუსეთის მუქარების შემდეგ ივლისის შეთანხმებამ შექმნა საზღვაო სატრანზიტო დერეფანი სურსათის გლობალური დეფიციტის შესამსუბუქებლად.
- მაშინდელ ხელშეკრულებას ვადა 19 ნოემბერს გაუვიდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ის რამდენჯერმე გაახანგრძლივეს.
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
კომენტარები