რატომ არის პრედიაბეტის დროულად აღმოჩენა მნიშვნელოვანი? — ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
პრედიაბეტი ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს სცდება, თუმცა არც იმდენად, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაისვას. ის არის ერთგვარი განგაშის სიგნალი, რომელიც პაციენტს სამომავლოდ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ჩამოყალიბების შესახებ აფრთხილებს. საბედნიეროდ, პრედიაბეტი ყოველთვის არასასურველი სცენარის განვითარებას არ ნიშნავს, რადგან ზომების დროულად მიღების შემთხვევაში, სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
რა უნდა ვიცოდეთ პრედიაბეტზე, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ის დროულად და როგორია მისი მკურნალობის გზები? — ამ და სხვა საკითხებზე თოდუას კლინიკის ენდოკრინოლოგი ეკატერინე ინაშვილი საუბრობს
სისხლში გლუკოზის რა მაჩვენებელი მიუთითებს პრედიაბეტზე?
თუ უზმოდ ყოფნისას გლუკოზის დონე სისხლში 100-125 მგ/დლ-ია, ხოლო გლუკოზით დატვირთვიდან ორ საათში ეს მაჩვენებელი 140-დან 199 მგ/დლ-მდე მერყეობს, სახეზე გვაქვს პრედიაბეტი. ამ ნიშნულებზე ზემოთ უკვე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს დიაგნოზი ისმება.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თოდუას კლინიკის ბლოგში — შაქრის ნორმის ცხრილი.
პრედიაბეტის დასადგენად და, ზოგადად, სისხლში გლუკოზის დონის შესაფასებლად, ვატარებთ გლიკოზილირებული ჰემოგლობინის კვლევასაც, რომელიც გვიჩვენებს სისხლში გლუკოზის საშუალო დონის მაჩვენებელს ბოლო სამი თვის განმავლობაში. თუ გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი 5.7%-დან 6.4%-მდე მერყეობს, ასევე, საქმე გვაქვს პრედიაბეტთან.
ვინ მიეკუთვნება პრედიაბეტის განვითარების რისკჯგუფს?
მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ შემთხვევაში, გლუკოზა სისხლიდან სამიზნე უჯრედებში გადადის, რა დროსაც ის ენერგიის წყაროდ გარდაიქმნება. ამ პროცესს უმეტესად აფერხებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბად განვითარება, ინსულინრეზისტენტობა (ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება), ჰიპერინსულინემიასთან (სისხლში ინსულინის ჭარბი რაოდენობით არსებობა) ერთად ან მის გარეშე. შესაბამისად, პრედიაბეტის და, ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია ჭარბწონიან ადამიანებში. ინსულინრეზისტენტობა, ქოლესტერინის, კერძოდ, ლიპიდური ცვლის ერთ-ერთი ფრაქციის — ტრიგლიცერიდების მაღალი დონე ან/და მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის (მას "კარგ ქოლესტერინსაც" ვუწოდებთ) დაბალი მაჩვენებელი, ასევე, პრედიაბეტის რისკფაქტორებია.
ცხადია, პრედიაბეტის განვითარების ალბათობა მატულობს იმ ადამიანებში, რომელთაც გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მიმართ ანუ თუ პირველი რიგის ნათესავებს (მშობლებს, დედმამიშვილებს) ამ დაავადების დიაგნოზი აქვთ.
პრედიაბეტის მაპროვოცირებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ჰიპერტენზიაც. ასევე, ის შეიძლება განუვითარდეთ ქალბატონებს, რომელთაც ანამნეზში აქვთ გესტაციური ანუ ორსულთა დიაბეტი ან/და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.
გაითვალისწინეთ, რომ პრედიაბეტი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე რისკფაქტორის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, გაკეთდეს შესაბამისი ანალიზები, რათა გამოირიცხოს პრედიაბეტი. კვლევები უნდა ჩაიტარონ 35 წელზე მეტი ასაკის ადამიანებმაც და ბავშვებმაც, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა, არ არიან ფიზიკურად აქტიური და აქვთ შაქრიანი დიაბეტის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა.
სისხლში გლუკოზის შემცველობის დასადგენი ანალიზები, სასურველია, მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. პრედიაბეტის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მაჩვენებლების გადამოწმება ყოველ წლიურად ან 6 თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ თოდუას კლინიკაში ასევე მუშაობენ ისეთი პროფესიონალი ექიმები, როგორებიცაა: ენდოკრინოლოგი ხუციშვილი თამარი, ექიმი მაია ქობულია და მაია ტორჩინავა.
როგორ ხდება პრედიაბეტის მკურნალობა და რა რეკომენდაციებს მისცემდით ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს?
პრედიაბეტის და, ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი კვებაა. აუცილებელია პაციენტმა მიიღოს მეტი რაოდენობით ბოსტნეული, ასევე, ხილი, თუმცა ზომიერად. კვების რაციონში ჩართული უნდა იყოს ცილოვანი პროდუქტები, ზომიერი რაოდენობით პარკოსნები, ბურღულეული, თხილეული. ძალიან მნიშვნელოვანია პრედიაბეტის, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტის, დროს შეიზღუდოს ნახშირწყლები და ცხიმები და, რაც მთავარია, ნებისმიერი სახის ტკბილეული — საკონდიტრო ნაწარმი, შოკოლადი, ნაყინი, გაზიანი ტკბილი სასმელები, ნატურალური წვენები, კომპოტები და ა.შ.
სწორ კვებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ფიზიკური აქტივობა. კვირაში მინიმუმ 150 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ თუნდაც მსუბუქ დატვირთვას, მაგალითად, ისეთს, როგორიც ფეხით სიარულია. ფიზიკური აქტივობის ფორმა და ინტენსივობა პაციენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სურვილის მიხედვით.
პრედიაბეტის დროს მკურნალობაში შეიძლება ჩავრთოთ მეტფორმინის ჯგუფის პრეპარატებიც, თუმცა, მათ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით სპეციალისტი ინდივიდუალურად ნიშნავს.
ბოლოს კი, კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე სკრინინგისა და პრედიაბეტის დროულად აღმოჩენის მნიშვნელობას, რადგან ის აძლევს პაციენტს შესაძლებლობას დროულად დაიწყოს მკურნალობა. გახსოვდეთ, თუ მალევე შეცვლით ცხოვრების წესს და დაიცავთ ექიმის რეკომენდაციებს, შეძლებთ არათუ გადაავადოთ შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბება, არამედ სრულად აღადგინოთ გლუკოზის ნორმალური მაჩვენებელი სისხლში.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
კომენტარები