რისკზე წასვლა არ ღირს — თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია
ზაფხული ავტომობილის მოვლისთვის მნიშვნელოვანი სეზონია. ამ პერიოდში ადამიანების უმრავლესობა ქალაქგარეთ გადის და ავტომობილით შორ მანძილზე გადაადგილდება. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ სხვა ექსცესების რისკიც იმატებს. გარდა ამისა, ავტომობილის ზოგიერთი ნაწილი ტემპერატურის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა.
ამ ყველაფრის ფონზე თითქოს არ არსებობს მიზეზი, რომელიც დასასვენებლად გამგზავრებამდე ავტომობილის სათანადოდ მომზადებას გადაგვაფიქრებინებს.
თუმცა ხშირად მძღოლები ავტომობილის სეზონური გამართვის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ და კომპეტენტურ ინფორმაციაზე მეტად მეგობრების, მეზობლების, ნაცნობებისა თუ საკუთარ მოგონილ, ყოველგვარი გონივრულობისგან დაცლილ ვარაუდებსა და "არგუმენტებს" ეყრდნობიან. მაგალითად, "ზაფხულში სულ ზამთრის საბურავებით დავდივარ და არაფერი მომსვლია"; "ჩემმა მეზობელმა ზეთი ბოლოს 3 წლის წინათ გამოცვალა და კი დადის მშვენივრად" და ა.შ.
სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია და ტრადიციულად, ავტომობილის სეზონური გამართვისკენ მოგვიწოდებს.
კამპანიის მთავარი ვიდეო და პრინტსერია ავტომობილის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული შეგონებების არაგონივრულობას წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მძღოლები ავტომობილს სეზონურად არ ამზადებენ და აღნიშნულ მითებს იზიარებენ თუ იმიზეზებენ, არაგონივრულ რისკზე მიდიან. რისკზე, რომელიც შეიძლება უსიამოვნო და სანანებელ მოგონებად ექცეთ.
"ზაფხულის პერიოდში, შვებულებაში გასვლამდე, ადამიანებს დროის დეფიციტი და უამრავი ხარჯი აქვთ. ამიტომაც დროის, ფინანსებისა თუ ძალისხმევის დაზოგვის მიზნით ცდილობენ, ავტომობილის გამართვის საჭიროებას თავი და თვალი აარიდონ. ავტომობილის მოვლის შესახებ გავრცელებული, საზოგადოებაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპული მოსაზრებები და მითები კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, არაგონივრულ შეგონებებს კომპეტენტური აზრებითა და ფაქტებით დავპირისპირებოდით და ზაფხულის პერიოდში მძღოლებისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია მიგვეცა", — აღნიშნავს ვახტანგ მძინარაშვილი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თეგეტა მოტორსისთვის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ახალი კამპანიის მიზანიც ის არის, რომ მძღოლებს გამართული ავტომობილით გადაადგილებისკენ მოუწოდონ.
"გვინდა, მძღოლებს იმის გააზრებაში დავეხმაროთ, რომ გაუმართავი ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილება შეიძლება მხოლოდ ერთჯერადი გამართლება იყოს — შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ერთ მძღოლს მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეექმნა, მაგრამ ეს არაა იმის დასტური, რომ მეორე მძღოლის ზაფხული ექსცესების გარეშე ჩაივლის, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როცა მძღოლები ავტომობილს სეზონურად არ ამზადებენ და გარშემომყოფების არაკომპეტენტურ შეგონებებს იზიარებენ თუ იმიზეზებენ, არაგონივრულ რისკზე მიდიან.
ავტომობილის გამართვა კი სწორედ ის საკითხია, რომლის შესახებაც გარშემომყოფების აზრები არ უნდა გავითვალისწინოთ და ყურადღება პროფესიონალების რეკომენდაციებს მივაქციოთ — იქ, სადაც საქმე უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ეხება, რისკზე წასვლა არ ღირს", — ამბობს ვახტანგ მძინარაშვილი.
სწორედ ამიტომ თეგეტა მოტორსში გვირჩევენ, სხვისი აზრებისა თუ გაგონილი მითების მიუხედავად, გამგზავრებამდე ჩვენი ავტომობილი სათანადოდ მოვამზადოთ. საფრთხეს, დამატებით ხარჯებსა თუ უსიამოვნო მოგონებებს თავი ავარიდოთ — გამგზავრებამდე შევამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ საბურავები, აკუმულატორი, ზეთი და სამუხრუჭე სისტემა.
მშვიდი და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, თეგეტა მოტორსში აღნიშნულ პროდუქტებზე ხელსაყრელი შეთავაზებები დაგხვდებათ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 ათასამდე საცალო და 35 ათასამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები