ევროპარლამენტართა ჯგუფი ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოსა და მორგოშიას სანქცირებას ითხოვს
რა ხდება: ევროპარლამენტის ლგბტქ+ უფლებებზე მომუშავე ჯგუფი, LGBTI Intergroup, პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირების მოწოდებით გამოდის.
- ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ვიცეპრეზიდენტები წერილით მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკისა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს, ჰელენა დალის.
- წერილში ევროპარლამენტარები გმობენ 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ხაზს უსვამენ, რომ დაირღვა ლგბტქ+ ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
-
"თუ ჰომოფობიური აგრესიის ეს საზარელი აქტი ხელისუფლების მხრიდან საფუძვლიანად გამოძიებული და შესაბამისი ქართველი აქტორების მიერ მტკიცედ დაგმობილი არ იქნება, ეს საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით სერიოზულად შეაფერხებს. [...] მტკიცედ მოგიწოდებთ, მიიღოთ ალტ-ინფოს ჯგუფზე და მის უკან მდგომ ოლიგარქზე, კონსტანტინე მორგოშიაზე მიმართული სანქციები", — ნათქვამია წერილში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 8 ივლისს დახურულ ტერიტორიაზე დაგეგმილი, მშვიდობიანი პრაიდფესტივალი ჩაიშალა.
- ღიად პრორუსულმა, ძალადობრივმა ალტ-ინფომ და სასულიერო პირებმა ვაჟა ფშაველას ძეგლთან ჰომოფობები შეკრიბეს და ღონისძიების ჩასაშლელად მსვლელობა დაიწყეს.
- მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი დახურულ სივრცეში ტარდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი უსაფრთხოების დაცვის პირობა საჯაროდ ჰქონდა დადებული, მოძალადეები საფესტივალო ტერიტორიამდე უპრობლემოდ ავიდნენ, ამის შემდეგ კი ფესტივალის ორგანიზატორებისა და იქ მყოფი პირების ევაკუაცია გახდა საჭირო.
- მოძალადე ჯგუფები ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე შეიჭრნენ — დაწვეს, დაამტვირეს და გატეხეს ფესტივალის ინვენტარი, მოიპარეს გამაგრილებელი, ასევე, ალკოჰოლური სასმელები და სხვა ნივთები.
- სამართალდამცველებმა ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე ფესტივალის ტერიტორიაზე შეაცილეს, რათა დარწმუნებულიყო, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა იქაურობა დატოვეს.
პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, 8 ივლისს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის.
- შსს კი თავს იმართლებს და უსაფრთხოების დაუცველობას გაშლილ ტერიტორიასა და ხალხის რაოდენობას აბრალებს.
- თუმცა, ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გადაკეტეს გზები და არ მიიღეს შესაბამისი პრევენციული ზომები, მინისტრის მოადგილემ არ უპასუხა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები