თეა წულუკიანი

21 Jul. 2023, 13:03

ძალიან თუ მოვინდომებთ, ვიყოთ სერიოზულები, უკეთეს შემთხვევაში, ეს გაერთიანება უნდა შეფასდეს იმად, რომ ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა, პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებოდნენ, იქნებოდა პოლიტიკური გაერთიანება, ხმებს მოიპოვებდნენ და გამოეყვნენ თავის დროზე ენმ-ს, მე ვიტყოდი, აბსოლუტური ილუზიებით. ახლა ისევ უბრუნდებიან ძველ გაერთიანებას, რომელსაც ისინი იდეურად და იდეოლოგიურად ისედაც ყოველთვის ეკუთვნოდნენ და ამით ცდილობენ საკუთარი თავის გაძლიერებას.

უარეს შემთხვევაში, შეიძლება ალბათ ითქვას, რომ, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ, რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა. ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება.

თეა წულუკიანის კომენტარს ენმ-სა და სტრატეგია აღმაშენებლის გაერთიანებაზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ახალი პოლიტიკური ალიანსი, გამარჯვების პლატფორმა, შექმნეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებზე ძალის გადამეტების ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო

მოკლედ: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 13 მაისს, პარლამენტთან, სამართალდამცავების მიერ…