რაც შენს მანქანას სჭირდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ისარგებლო ვუვლით
შეგიძლია გაიხსენო, ბოლოს როდის დასჭირდა შენს ავტომობილს შეკეთება? თუ ეს არ დაგვიწყებია, იმის ალბათობაც არსებობს, რომ შემთხვევა კარგ გამოცდილებად არ დაგამახსოვრდა. მანქანას ხომ ხშირად სჭირდება დიდი თუ პატარა სახის დახმარება, ამისათვის დროის გამონახვა და შესაბამისი, კომფორტული მომსახურების პოვნა კი ყოველთვის ადვილი არაა.
სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვეა, ქართულ ბაზარზე ავტომომსახურების ახალი სერვისი ვუვლი გამოჩნდა. ეს ციფრული პლატფორმა საშუალებას გაძლევს, ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ვუვლის შექმნიდან დიდი ხანი არაა გასული, თუმცა, მომხმარებელმა ბრენდი უკვე გაიცნო და შეიყვარა კიდეც; ამაზე მეტყველებს კომპანიის ასობით ერთგული მომხმარებელი და კიდევ უფრო მეტი — შეკვეთა.
და მაინც — რატომ უნდა ისარგებლო ვუვლით?
1. ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი
ავტომობილს ბევრი რამ შეიძლება დასჭირდეს: ზეთის შეცვლა, ევაკუატორის მომსახურება, სამღებრო-სათუნუქე სამუშაოები, სეზონური სერვისის მიღება ან, სულ თუ არაფერი, ვულკანიზაციის დახმარება მაინც. ყველა ამ სერვისს ვუვლი ერთ სივრცეში უყრის თავს. ეს კი მანქანის ყველა პატრონისთვის ნამდვილად ახდენილი ოცნებაა, რადგან ვუვლის დახმარებით დროსაც დაზოგავ და ენერგიასაც.
2. მომსახურება დისტანციურია
ვუვლი ავტომომსახურების ციფრული პლატფორმაა, ამდენად, ავტოექსპერტსაც მარტივად, დისტანციურად გამოიძახებ ვებგვერდიდან ან აპლიკაციის მეშვეობით (აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლია Android და iOS მოწყობილობებზე). ავტოექსპერტი უმოკლეს დროში შენთან გაჩნდება და ადგილზე დაგეხმარება, საჭიროების შემთხვევაში კი, თავადვე გადაიყვანს მანქანას პროვაიდერთან და მოგვიანებით შეკეთებულს დაგიბრუნებს.
3. გზაზე 24-საათიანი დახმარება
გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა, შესაძლოა, თავი გზაში ყოფნის დროსაც იჩინონ, სიტუაცია კი კიდევ უფრო რთულად იქნება, თუ ახლომახლო არც ვულკანიზაცია გეგულება და გამვლელების იმედადაც ვერ იქნები. სწორედ ამ დროს, მხსნელად მოგევლინება ვუვლის 24-საათიანი დახმარების სერვისი გზაზე.
ეს სერვისი ისეთი დიდი თუ პატარა პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარება, როგორიცაა საწვავის გამოლევა, დაშვებული ან შესაცვლელი საბურავი, ჩაკეტილი კარის გაღება და ავტომობილის დაქოქვაც კი. ამავე მომსახურებაში შედის კომპიუტერული დიაგნოსტიკაც.
4. თანხის დაზოგვის შესაძლებლობა
სულ რომ თავი აარიდო ყველა უსიამოვნო მოულოდნელობას, ავტომობილს პერიოდულად დიაგნოსტიკა მაინც სჭირდება. მანქანის პატრონობა პასუხისმგებლობაცაა და ხარჯებს გვერდს ვერ ავუვლით.
თუმცა, ვუვლის საშუალებით თანხის დაზოგვაც შეგიძლია. ბრენდი გთავაზობს ორ პაკეტს: ეკონომსა (თვეში 15 ლარად) და სტანდარტს (თვეში 25 ლარად). ორივე მათგანი 24-საათიანი სატელეფონო დახმარების ცენტრისა და 24-საათიანი სატელეფონო დამხმარე ავტოასისტენტის ულიმიტო მომსახურებას მოიცავს. ამას გარდა, პაკეტების შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებ სხვადასხვა საჭირო სერვისის უფასო ორგანიზებით.
5. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორები
მართალია, ვუვლი ბაზარზე ახალგამოჩენილი ბრენდია, მაგრამ მის უკან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიები დგანან. ვუვლი შექმნილია ვენის სადაზღვევო ჯგუფის მხარდაჭერით, გლობალ ასისტენს საქართველოს მიერ. ამდენად, გუნდი ადგილობრივ ბაზარსაც და მომხმარებლის საჭიროებებსაც ზედმიწევნით იცნობს.
გარდა ამისა, ვუვლის პარტნიორები არიან ისეთი ცნობილი კომპანიები, რომლებიც ქართველ მომხმარებელში უკვე წლებია, ნდობით სარგებლობენ. მათ შორისაა ამბოლი, თეგეტა მოტორსი, პრემიქსი, ვიანორი და სხვა.
ვუვლის სერვისებზე მეტის გასაგებად და მათზე წვდომის მისაღებად შეგიძლია ეწვიო ბრენდის ვებსაიტს.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
კომენტარები