"ქალი ჩემში" — ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული წიგნი შემოდგომაზე გამოვა
პოპის პრინცესად წოდებული ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული წიგნი ამ შემოდგომით გამოიცემა. წიგნს, სახელწოდებით ქალი ჩემში, მომღერლის ფანები განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან მასში სპირსი მეურვეობის გახმაურებულ საქმესაც შეეხება.
"ჩემი წიგნი ძალიან მალე გამოვა", — ამბობს პოპვარსკვლავი გავრცელებულ ვიდეოში, — "ამ წიგნზე ბევრი ვიმუშავე, მის დასასრულებლად კი ფსიქოლოგთან არაერთი სეანსიც დამჭირდა. ასე რომ, იმედია, მოგეწონებათ. თუმცა, თუ არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა".
მას შემდეგ, რაც პოპვარსკვლავი სასამართლომ მამის 13-წლიანი მეურვეობისგან გაათავისუფლა, ბრიტნის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის უფლების მოსაპოვებლად რამდენიმე გამომცემლობა იბრძოდა. საბოლოოდ, ეს უფლება Simon & Schuster-ის შვილობილმა კომპანია Gallery Books-მა მოიპოვა.
"ბრიტნის ჩვენებებმა სასამართლოზე მსოფლიო შეძრა, კანონები შეცვალა, მისი შთამაგონებელი სიძლიერე და შეუპოვრობა გამოაჩინა", — ამბობს Gallery Books-ის წარმომადგენელი, — "ეჭვი არ მეპარება, რომ მის ავტობიოგრაფიულ წიგნსაც მსგავსი ეფექტი ექნება. ვამაყობთ, რომ ბრიტნის საკუთარი ისტორიის მოყოლაში ვეხმარებით".
საკუთარი ისტორიის მოყოლა კი სპირსს ნამდვილად უნდოდა. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ მხოლოდ ის სურდა, "თავისი ცხოვრება დაებრუნებინა" და მსოფლიოსთვის გულწრფელად მოეყოლა ყველაფერი.
- "არ ვარ ბედნიერი, ტრავმირებული და განრისხებული ვარ" — ბრიტნი სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა
- "ბოდიში, რომ გატყუებდით, თითქოს კარგად ვიყავი" — ბრიტნი სასამართლოს შემდეგ
Gallery Books-ის გავრცელებული პრესრელიზიდან კი ასევე ვიგებთ, რომ სპირსის ავტობიოგრაფია "გაბედული და გასაოცრად ამაღელვებელი ამბავია თავისუფლებაზე, პოპულარობაზე, დედობაზე, გადარჩენაზე, რწმენასა და იმედზე".
ბრიტნი სპირსის ქალი ჩემში 24 ოქტომბერს გამოიცემა.
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
კომენტარები