რა არის ცისტიტი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან
ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, რომლის მთავარი გამომწვევი მიზეზიც ბაქტერიული ინფექციაა. უმეტესად მის განვითარებაში დამნაშავე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მობინადრე ნაწლავური ჩხირია (E. coli), რომელიც შეიძლება შარდსადენსა და შარდის ბუშტში მოხვდეს და ცისტიტი გამოიწვიოს.
ცისტიტი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში უფრო მეტად არის გავრცელებული, რადგან ქალების შარდსადენი მილი კაცებზე მოკლეა და ბაქტერიები შარდის ბუშტში უფრო მარტივად ხვდება.
რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? როგორია მისი მკურნალობისა და პრევენციის გზები? — ცისტიტის შესახებ მეტის გასაგებად წაიკითხეთ ინტერვიუ თოდუას კლინიკის უროლოგ, კახა ბარნოვთან.
როგორ ამოვიცნოთ ცისტიტი? რა სიმპტომები ახასიათებს მას?
ხშირი შარდვა, ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს, მუქი, მღვრიე ან/და სისხლიანი შარდი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან მენჯში, შარდის ბუშტის არასრულად დაცვლის შეგრძნება — ეს ცისტიტის კლინიკური ნიშნებია. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ცხელებაც.
ამ სიმპტომების დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, რათა დავადგინოთ საქმე ცისტიტთან გვაქვს თუ სხვა ტიპის პრობლემასთან.
როგორ ხდება ცისტიტის მკურნალობა?
რადგანაც დაავადება ცისტიტი უმეტესად ბაქტერიითაა გამოწვეული, მკურნალობაც ხშირად ანტიბიოტიკებით მიმდინარეობს. ხშირად პაციენტები ჩივილების გაქრობის ან შემსუბუქების შემდეგ, არ ასრულებენ მკურნალობის სრულ კურსს. ეს კი არასწორია, რადგან აუცილებელია ინფექცია ორგანიზმიდან ბოლომდე გაქრეს, თუკი გვინდა უსიამოვნო სიმპტომებმა ხელახლა აღარ იჩინოს თავი.
პაციენტებს, ასევე, ვურჩევთ მიიღონ ბევრი წყალი და მოშარდონ ხშირად, რათა დაჩქარდეს ბაქტერიის საშარდე გზებიდან გამოდევნა. აუცილებელია შეიზღუდოს ისეთი გამღიზიანებლებიც, როგორებიცაა კოფეინი, ალკოჰოლი და ცხარე საკვები.
რამდენად გვხდება ცისტიტი ბავშვებში?
ბავშვებში ცისტიტის განვითარების შემთხვევები, ზრდასრულებთან შედარებით, უფრო ნაკლებია. ის შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიულმა ინფექციამ, რაც ხშირად არასათანადო ჰიგიენის გამო ხდება. შეიძლება ცისტიტის განვითარებას ბავშვებში საშარდე გზებში სტრუქტურულმა დარღვევებმა შეუწყოს ხელი. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს შარდვის დისფუნქცია, უჭირდეს შარდის ბუშტის სრულად დაცლა, რაც, ასევე, ზრდის ცისტიტის განვითარების რისკს.
მშობლებმა ცისტიტზე ეჭვი უნდა მიიტანონ მაშინ, თუ ბავშვი ხშირად შარდავს ან ჭარბად გამოყოფს შარდს, ტირის ან აქვს დისკომფორტი შარდვის დროს. ასევე, მნიშვნელოვანი სიმპტომია შარდში სისხლი, ცხელება, გაღიზიანება, ცუდად კვება და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ცისტიტის მკურნალობისთვის შეგიძლიათ თოდუას კლინიკის უროლოგები იხილოთ მითითებულ ბმულზე.
თუკი ცისტიტი ორსულობის დროს განვითარდა, როგორ უნდა მოიქცეს ფეხმძიმე ქალი?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ცისტიტის ან საშარდე გზების ინფექციის (UTI) რისკი ორსულობისას იზრდება. ამას ხელს ჰორმონალური ცვლილებები უწყობს. ამასთან ერთად, შარდის ბუშტს გაზრდილი საშვილოსნო მეტად აწვება, რამაც შესაძლოა შარდის ნაკადი შეაფერხოს და გაზარდოს ბაქტერიებით ინფიცირების რისკი.
აუცილებელია, ორსულმა ქალმა არ უგულებელყოს ცისტიტის ნიშნები და დროულად დაიწყოს მკურნალობა, რათა არ გადაიზარდოს ის უფრო სერიოზულ გართულებებში, მაგალითად, თირკმლის მწვავე ანთებაში. მკურნალობა ორსულობის დროსაც ანტიბიოტიკებით ხდება, ოღონდ ისეთებით, რომლებიც უსაფრთხოა ორსულობისას.
შეგიძლიათ მკითხველს მისცეთ რჩევები ცისტიტის პრევენციისთვის?
რა თქმა უნდა, არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვნად ამცირებს ცისტიტის განვითარების რისკს. აუცილებელია, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალი დალიოთ, რათა შეინარჩუნოთ ჰიდრატაცია. ასევე, არ უნდა შეიკავოთ შარდი და ყოველ ჯერზე სრულად დაცალოთ შარდის ბუშტი. მნიშვნელოვანია ტუალეტის შემდეგ საწმენდი საშუალება გამოიყენოთ წინიდან უკან, რათა არ მოხდეს ბაქტერიები ანუსიდან ურეთრაში. სასურველია, მოერიდოთ უხეშ საპონს ან სხვა ტიპის გამღიზიანებლების გამოყენებას სასქესო ორგანოზე და უპირატესობა მიანიჭოთ ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ, სუნთქვად საცვალს.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
კომენტარები