შინეიდ ო'კონორის ცხოვრება ფოტოებში
ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. დუბლინელმა მუსიკოსმა კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში სადებიუტო ალბომით დაიწყო და წლების განმავლობაში თავი მილიონობით ადამიანს დაამახსოვრა.
ამ სტატიაში მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან მნიშვნელოვან ფოტოებს გთავაზობთ:
მომღერლის მეორე ალბომი I Do Not Want What I Haven't Got პირველზე არანაკლებ წარმატებული გამოდგა. ალბომის ერთ-ერთი სინგლი, პრინსის დაწერილი Nothing Compares 2 U მოგვიანებით ნამდვილ ჰიტად იქცა და ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე წლის #1 მსოფლიო სინგლადაც დასახელდა. ამასთან, ო'კონორი მხოლოდ მომღერლობას არ სჯერდებოდა და მსახიობობასა და მოდელობასაც ითავსებდა.
მუსიკალური კარიერის პარალელურად, მომღერალი აქტივისტურ საქმიანობაშიც იყო ჩართული, რის გამოც ის, თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, ადამიანებმა მალევე შეიძულეს. ეს დამოკიდებულება ო'კონორის სკანდალურ გამოსვლას მოჰყვა, როდესაც შინეიდმა Saturday Night Live-ის დროს იმდროინდელი პაპის ფოტო დახია და ის კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვაში დაადანაშაულა. ცხრა წლის შემდეგ დანაშაული პაპმა თავადაც აღიარა.
კარიერული წარმატების მიუხედავად, ო'კონორს რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა. მომღერალი იხსენებდა, რომ ბავშვობაში, მისი მშობლების დაშორების შემდეგ, დედა მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მუსიკოსი ღიად საუბრობდა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სუიციდურ ფიქრებზე. გასული წლის დასაწყისში ო'კონორს 17 წლის შვილი დაეღუპა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში მოხვდა.
სიცოცხლის ბოლო წლებში ო'კონორმა ისლამი მიიღო და მისი რწმენის შესახებ საჯაროდ ხშირად საუბრობდა. მიუხედავად სირთულეებისა, მუსიკოსმა სულ ცოტა ხნის წინ თავის გულშემატკივარს აცნობა, რომ 23 წლის შემდეგ ლონდონში საცხოვრებლად დაბრუნდა და ალბომზე მუშაობას ასრულებდა. ახალი ალბომის გამოშვებასთან ერთად, 2024 წლიდან ო'კონორი მსოფლიო ტურნეს დაწყებასაც გეგმავდა. სამწუხაროდ, მომღერალი გეგმების განხორციელებამდე გარდაიცვალა, თუმცა მუსიკის ინდუსტრიაზე წარუშლელი კვალი დატოვა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები