შესაძლებლობა, აქციო თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად — საქართველოს ბანკის სტუდენტური სტაჟირების პროგრამა
კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და ახალი სამუშაო გამოცდილებისთვის საქართველოს ბანკი სტუდენტებს, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ იღებენ, საზაფხულო სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ მათთვის საინტერესო მიმართულებით, უშუალო მენტორინგის ფარგლებში მიიღონ მუდმივი უკუკავშირი და შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
საქართველოს ბანკის სტაჟირების პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა ოთარ შენგელიაც, რომელიც პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს. ის გალტ & თაგარტის კვლევით ჯგუფში საინვესტიციო პროექტებისა და სექტორების კვლევის პროცესში იყო ჩართული. ფიქრობს, რომ მიღებულმა გამოცდილებამ სრულიად სხვაგვარად დაანახა საკუთარი სამომავლო გეგმები და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა.
"საზაფხულო სტაჟირების პროგრამის შესახებ მეგობრებისგან გავიგე. მაშინ ჯერ კიდევ როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნეს ეკონომიკის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსზე ვსწავლობდი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ინტერესის ერთ-ერთ ძირითად სფეროს ინვესტიციები წარმოადგენს, აქტიურად ვიყავი ჩართული უნივერსიტეტის საინვესტიციო სტუდენტური ორგანიზაციის აქტივობებში. ამასთან, დიდი სურვილი მქონდა, საზაფხულო არდადეგებზე, საქართველოში დაბრუნებისას ჩემი ინტერესის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება მიმეღო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, უკეთ გამეცნო საქართველოს კონტექსტი და მემუშავა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებში. ბუნებრივია, ამ მხრივ საქართველოს ბანკი ჩემი დაინტერესების საგანს წარმოადგენდა და საზაფხულო სტაჟირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გადავწყვიტე ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა", — ამბობს ოთარი.
აღნიშნავს, რომ აპლიკაციის შევსების და გასაუბრების ეტაპები მისთვის ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი კანდიდატების შერჩევის პროცესი აღმოჩნდა.
"ჩემთვის შთამბეჭდავი იყო ის, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ სტაჟიორების შერჩევას და ამავე დროს, მაქსიმალურად მეგობრულ და არასტრესულ ატმოსფეროს ქმნიდნენ", — აღნიშნავს ოთარი.
ამბობს, რომ სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები ჯერ კიდევ გასაუბრების პროცესში გაუჩნდა. მიღებულმა გამოცდილებამ კი მოლოდინებს გადააჭარბა.
"პირველივე დღიდან ძალიან მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გარემოში მოვხვდი. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, გუნდის წევრები ყოველთვის მზად იყვნენ, დამხმარებოდნენ, მოეცათ რჩევები და გაეზიარებინათ დავალების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია", — აღნიშნავს ოთარი.
მიაჩნია, რომ გალტ & თაგარტის გუნდში მიღებულმა გამოცდილებამ მისცა შესაძლებლობა, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა და ამასთან, მიეღო სრულიად ახალი გამოცდილება, რომელიც "უფრო ხელშესახები გახდა". შესაბამისად, ფიქრობს, რომ საზაფხულო სტაჟირება დაეხმარა მას როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ ზრდასა და განვითარებაში.
"უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტის კვლევით პროექტში მოვხვდი, რომელიც ფოკუსირებული იყო ინვესტორთა ქცევის ანალიზზე. ამ პროექტის ფარგლებში საკმაოდ დამეხმარა ის უნარ-ჩვევები, რაც გალტ & თაგარტის კვლევით ჯგუფში მივიღე", — განმარტავს ოთარი.
სწორედ ამიტომ, სტუდენტებს ურჩევს, აუცილებლად გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში, რათა მიიღონ პროფესიონალებთან ერთად მუშაობის გამოცდილება ჯანსაღ და მეგობრულ გარემოში.
პროფესიის არჩევისას კი ამბობს, რომ საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, რაშიც სხვადასხვა მიმართულებით მიღებული სამუშაო გამოცდილება დაეხმარებათ.
"ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ პროფესიის არჩევის პროცესში შეძლებისდაგვარად გამოსცადონ პრაქტიკაში ამა თუ იმ პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობა. სტაჟირების პროგრამები ამ მხრივ ძალიან კარგი შესაძლებლობაა. პირადად მე გავლილმა საზაფხულო სტაჟირებამ კიდევ მეტად დამარწმუნა ჩემი არჩევანის სისწორეში", — აღნიშნავს ოთარი.
-
გადახედვახვალ თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის — ადვოკატის განმარტება ხვალ თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის — ადვოკატის განმარტება
-
გადახედვამინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს — სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ჩავიდა მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს — სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ჩავიდა
-
გადახედვაახალი თეატრის მანიფესტი ბათუმში ჩავიდა ახალი თეატრის მანიფესტი ბათუმში ჩავიდა
-
გადახედვაირაკლი ზარქუა: როდესაც შენ პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი. ირაკლი ზარქუა: როდესაც შენ პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი.
-
გადახედვაშსს: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა შსს: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა მზია ამაღლობელს მხნეობისთვის სოლიდარობა და მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილმა მზია ამაღლობელს მხნეობისთვის სოლიდარობა და მადლობა გადაუხადა
-
გადახედვაგიორგი გახარია: ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. გიორგი გახარია: ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს.
-
გადახედვადაიტოვეს ადმინი ილია ღლონტი, სახლის ჩხრეკის შემდეგ, განყოფილებაში გადაიყვანეს დაიტოვეს ადმინი ილია ღლონტი, სახლის ჩხრეკის შემდეგ, განყოფილებაში გადაიყვანეს
-
გადახედვააშშ-ში ერთმანეთს ორი საფრენი აპარატი შეეჯახა, რამაც ყველა მგზავრი იმსხვერპლა — რა მოხდა აშშ-ში ერთმანეთს ორი საფრენი აპარატი შეეჯახა, რამაც ყველა მგზავრი იმსხვერპლა — რა მოხდა
-
გადახედვაშსს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ შსს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ
-
გადახედვაპოლიციამ დააკავა აქტივისტი ისაკო დევიძე პოლიციამ დააკავა აქტივისტი ისაკო დევიძე
-
გადახედვაჯგუფ "დაიტოვეს" წარმომადგენლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს ჯგუფ "დაიტოვეს" წარმომადგენლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს
-
გადახედვაისე მოხდა, რომ ოცნების დეპუტატებთან იზოლატორში თანაკვეთები მქონდა — ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის ინციდენტს იხსენებს ისე მოხდა, რომ ოცნების დეპუტატებთან იზოლატორში თანაკვეთები მქონდა — ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის ინციდენტს იხსენებს
-
გადახედვალილოს დასახლებაში მამაკაცს ავტომობილში ესროლეს ლილოს დასახლებაში მამაკაცს ავტომობილში ესროლეს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ნეანდერტალელების გენები ჩვენს ტვინზე როგორ მოქმედებს ნეანდერტალელების გენები ჩვენს ტვინზე
-
გადახედვააქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს — რა ვიცით? აქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს — რა ვიცით?
-
გადახედვაგდდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს გდდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვაDeepSeek-მა "საიდუმლოებები გათქვა" — ჩატბოტიდან სენსიტიურმა მონაცემებმა გაჟონა DeepSeek-მა "საიდუმლოებები გათქვა" — ჩატბოტიდან სენსიტიურმა მონაცემებმა გაჟონა
-
გადახედვაადვოკატი ამაღლობელზე: კლინიკაში გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს რო უძლებს ადვოკატი ამაღლობელზე: კლინიკაში გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს რო უძლებს
-
გადახედვამარსის გასაოცარი პეიზაჟები, რომელთა მსგავსსაც დედამიწაზე ვერ ნახავთ — სურათები მარსის გასაოცარი პეიზაჟები, რომელთა მსგავსსაც დედამიწაზე ვერ ნახავთ — სურათები
-
გადახედვაGDI: ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს GDI: ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
კომენტარები