სტივენ კინგმა ტვიტერის სახელის ცვლილებას ლექსი მიუძღვნა
მას შემდეგ, რაც კონტროვერსიული შეხედულებებითა და განცხადებებით ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა, ტვიტერი შეიძინა, ამ უკანასკნელმა მთლიანად იცვალა სახე, ღირებულებები და უკვე სახელიც კი. ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მასკმა პოპულარული სოციალური ქსელის $44 მილიარდად შეძენის შემდეგ მიიღო, მაღალი თანამდებობის პირების სამსახურიდან დათხოვნა იყო. მაშინ ბიზნესმენმა დაწერა, რომ "ჩიტი გათავისუფლდა" (მიუთითა ტვიტერის ლოგოზე გამოსახულ ცნობილ ლურჯ ჩიტზე). თუმცა, სულ ახლახან მასკმა ჩიტი თავად მოკლა — ტვიტერს სახელიც შეუცვალა და ლოგოც. რებრენდინგის შედეგად, სოციალურ ქსელს ახლა უკვე X ჰქვია.
აწ უკვე ყოფილ ტვიტერზე ცვლილებებს კვლავაც კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მწერლისგან, სტივენ კინგისგან. კინგმა, რომელსაც მასკის გადაწყვეტილებებისადმი ანტიპათია არასდროს დაუმალავს, ამჯერად ტვიტერის სახელის ცვლილებას ლექსი მიუძღვნა:
"ტვიტერი ტვიტერი ტვიტერი ტვიტერი ტვიტერი
ტვიტერი ტვიტერი ტვიტერი ტვიტერი
ტვიტერი ტვიტერი ტვიტერი
ტვიტერი ტვიტერი
და თუ ვერ გაიგე:
ტვიტერი".
სხვათა შორის, მასკი თავის დროზე ამტკიცებდა, რომ "ტვიტერის თავისუფალ სივრცედ" ქცევა სურდა. "ამ მიზნით" მან ტვიტერზე წესების დარღვევის გამო დაბლოკილი ანგარიშების აღდგენაც მოისურვა. მეტიც, პლატფორმაზე არაერთგზის დაბლოკილ ენდრიუ ტეიტს, რომელიც მიზოგინიური და სექსისტური განცხადებებითაა ცნობილი, თანხაც კი გადაუხადა კონტენტის შემქმნელთა დაფინანსების სქემით. ამასთან, მასკი ტრეფიკინგსა და გაუპატიურებაში ბრალდებული ტეიტის კონტენტის გაზიარებასაც არ მორიდებია.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც მასკმა ტვიტერის შეძენის შემდეგ განახორციელა, ვერიფიკაციის ნიშნების გაქრობა იყო. ნიშნით, რომელიც ადამიანის ან კომპანიის ნამდვილობას ადასტურებდა, ახლა მხოლოდ ის ანგარიშები სარგებლობენ, რომლებიც კომპანიას ყოველთვიურად უხდიან ფულს. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმეა — მათ შორის, სტივენ კინგი, რომელსაც მასკმა ეს ნიშანი "საჩუქრად" დაუტოვა; ეს იმის მიუხედავად, რომ მანამდე კინგმა ბიზნესმენი ტვიტერზევე გაკილა.
"მასკი ტომ სოიერს მაგონებს, რომელიც მესრის შეღებვით ისჯება. ტომი საქმეს თავის მეგობრებს აკეთებინებს, ამ პატივის სანაცვლოდ კი მათ აქეთ ახდევინებს. აი, ამის გაკეთება უნდა ტვიტერზე მასკს. არა, არა, არა", — დაწერა კინგმა შარშან ნოემბერში.
მასკს კი ტეიტის ინტერვიუების გაზიარების გარეშეც არ აკლია საკამათო განცხადებები. წინათ ტვიტერზე მას განზრახ მიუმართავს ადამიანებისთვის არასწორი ნაცვალსახელებით. შეთქმულების თეორიების გავრცელების შემდეგ, ისრაელმა ბიზნესმენი ანტისემიტიზმშიც დაადანაშაულა. ამას გარდა, ბიზნესმენი კანადის პრემიერის ადოლფ ჰიტლერთან შედარების გამოც გაუკრიტიკებიათ.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები