DRI პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს და შსს-ს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს
DRI-ის ცნობით, ბათუმში დაკავებებს პირადად ხელმძღვანელობს შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია, რომელსაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს მეშვეობით, პირადად ადანაშაულებენ ძალადობაში.
- აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ მან პროტესტის მონაწილე გოგოს სახეში გაარტყა.
- ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბესელიას წარსულში მოქალაქეები იარაღის ჩადებაშიც ადანაშაულებდნენ.
- გარდა ამისა, DRI-ის განცხადებით, აქტივისტების დაკავებაში პირადად მონაწილეობს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, დავით მაღრაძე.
- "დავით მაღრაძე და გროგოლ ბესელია წარსულში არაერთხელ გამოირჩეოდნენ ანტირუსული აქციების დროს სავარაუდო დაკავებების ორგანიზებასა და პირადად განხორციელებაში".
დეტალები: ორგანიზაცია განმარტავს, რომ კონსტიტუციით, შეკრების უფლების განხორციელებისას, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, შეკრება წინასწარი ნებართვის გარეშეა შესაძლებელი.
- ასევე, მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მიხედვით, დამკავებელი სამართალდამცავი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე მისთვის გასაგები ფორმით განუმარტოს:
- ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი, უფლება ადვოკატზე, სურვილის შემთხვევაში მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს.
საგანგაშოს უწოდებენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების დაკავებისას სამართალდამცავების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.
- ასევე, მათი მხრიდან გამოყენებული დაუსაბუთებელი, უკანონო და არაპროპრციულ ძალადობას.
- "DRI მიიჩნევს, რომ პოლიტიზებული და რეპრესიული უკანონო დაკავებები სახელმწიფოს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას საფუძველს აცლის".
- მოუწოდებენ შსს-ს, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში, შეწყვიტოს საპოლიციო ძალადობის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენება და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
- ასევე, მიმართავს სპეციალურ საგამოძიებოს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.
რა მოხდა: დღეს ბათუმში აქციაზე, სადაც რუსი პროპაგანდისტებით დატვირთული გემის ჩამოდგომას აპროტესტებდნენ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
- აქციაზე ათეულობით სამართალდამცავი იმყოფებოდა და რუსებს, როგორც გემს გარეთ, ასევე, გემს შიგნითაც იცავდნენ.
- მაგალითად, ჩვენს კადრებში ჩანს, რომ რუსულ გემზე რამდენიმე ქართველი პოლიციელი იყო ასული.
- შემდეგ კი ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულებისთვის კორიდორი გააკეთეს, წინასწარ მომზადებულ ავტობუსსა და მიკროავტობუსში ააცილეს და ასე გაარიდეს ტერიტორიას.
- "ნაგავი ვესროლე რუსების მანქანას", — ასე პასუხობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კითხვას, რატომ დააკავეს.
- ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ფეისბუქგვერდზე ვიდეოს გაავრცელა და დაწერა, რომ ასევე, დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, პირადი ნივთები და არ აძლევდნენ დარეკვის შესაძლებლობას.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები