5 საუკეთესო მძღოლი ფილმებიდან
რომელია შენი საყვარელი მძღოლი? დიდია ალბათობა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი რომელიმე გამოგონილი პერსონაჟი იყოს ჰოლივუდური ბლოკბასტერიდან. კინოში ხომ ხშირად შეხვდები თავქარიან გმირებს, რომლებიც მანქანას ისე ატარებენ, თითქოს ეს უნარი თანდაყოლილი ჰქონდეთ. მართალია, არც თრილერებში ნანახი სცენებია ახლოს რეალობასთან და არც ფილმებში ნანახი მძღოლების ქცევაა მაინცდამაინც მისაბაძი, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებთ — ქვემოთ ჩამოთვლილმა კინოგმირებმა, რომლებიც კადრში ყველაზე ხშირად სწორედ საჭესთან ჩანან, თავიანთი ქარიზმით თავი დაგვამახსოვრეს და შეგვაყვარეს კიდეც.
მაშ ასე, ღვედი შეიკარი და ერთად გავიხსენოთ საუკეთესო მძღოლები ფილმებიდან.
1. დომინიკ ტორეტო (The Fast and the Furious)
ეს სია, რასაკვირველია, მხოლოდ დომ ტორეტოს თუ შეიძლებოდა გაეხსნა. საკულტო ფრენჩაიზის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელსაც ვინ დიზელი ასახიერებს, მაყურებელმა ეკრანზე გამოჩენისთანავე შეიყვარა. დომინიკი თავის მეგობარ ბრაიანთან ერთად თითქმის ყველანაირ სიტუაციაში აღმოჩნდა და ყოველ მათგანს შესაშური მოხერხებულობით გაართვა თავი. რაც მთავარია, დომისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ოჯახია. აი, დიზელმა და პოლ უოკერმა კი ამ ფრენჩაიზით კინოში რბოლის ერთგვარი სტანდარტიც დაამკვიდრეს.
2. ფრენკ მარტინი (The Transporter)
რა არის კარგი მძღოლის ერთ-ერთი ნიშან-თვისება? გაწონასწორებულობა და საკუთარი თავის კონტროლის უნარი, მართალი ხარ. ჰოდა, ამ თვისებაზე სხვა ვინ გაგვახსენდებოდა, თუ არა ფრენკ მარტინი. მან ხომ ზუსტად იცის, რისი ძალა შესწევს თავადაც და თავის მანქანასაც. ფრენკი საკუთარი თავისთვის ჩამოყალიბებულ წესებსაც ზედმიწევნით მიჰყვება და არც მაშინ იბნევა, როცა გზადაგზა საქმე რთულდება ხოლმე. აი, მსახიობს რაც შეეხება, ჯეისონ სტეტჰემისთვის ამ როლის განსახიერება კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი ნაბიჯი იყო.
3. ბეტმენი (Batman)
ქალაქიც არის და ქალაქიც — გოთემში მანქანის მართვა ისეთი ადვილი საქმე ნაღდად არ უნდა იყოს, როგორც ეს თბილისშია. თუმცა, როცა სუპერგმირი ხარ, ასეთ უჩვეულო ქალაქშიც არ გაგიჭირდება საჭესთან ჯდომა და ბოროტმოქმედების დევნა. რასაკვირველია, ბეტმობილის გარეშე ეს ყველაფერი სათუო იქნებოდა, მაგრამ ბეტმენი ამ სიაში ყოფნას მაინც იმსახურებს.
4. კლიფ ბუთი (Once Upon a Time in Hollywood)
ამ ჩამონათვალში ალბათ ბრედ პიტის სხვა როლიც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, მაგრამ კლიფ ბუთი უდავოდ მსახიობის განსახიერებული საუკეთესო მძღოლია. სხვა თუ არაფერი, მანქანაში ისეთ მუსიკას უსმენს, მხოლოდ ამის გამოც უყოყმანოდ დავემგზავრებოდით; რამდენიმე ათწლეულით უკან დაბრუნება კი მოგვიწევდა და ძველებურ ავტომობილშიც აღმოვჩნდებოდით, თუმცა, კლიფის ქარიზმატულობა ყველაფერს დაჩრდილავდა. ეს კი მორიგ ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს — მძღოლის უნარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი განწყობაა.
5. ლია (აბეზარა)
დაბოლოს — თუკი შეიძლება, ქართული ფილმებიდან ვინმეს მივანიჭოთ საუკეთესო მძღოლის წოდება, ეს მხოლოდ ლია თუ შეიძლება იყოს. რა სჯობს მძღოლს, რომელიც სამართლიანიცაა, პირდაპირიც და თან მშვენივრად მღერის კიდეც?! ლეილა აბაშიძის ეს სახასიათო პერსონაჟი კიდევ ბევრი სხვა კუთხითაა გამორჩეული. შეუპოვარი ლია ხომ სხვადასხვა ასაკის ახლობლებისა და მეგობრების საიმედო დასაყრდენი და მეგობარიც იყო.
მზრუნველი, გაწონასწორებული, შეუპოვარი, ქარიზმატული, სამართლიანი — ჩვენ ამ მახასიათებლების მქონე მძღოლები გამოვარჩიეთ ფილმებიდან; თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მანქანის პატრონისთვის მაინც ისაა, ავტომობილი მუდამ წესრიგში ჰყავდეს თავისი და სხვების უსაფრთხოებისათვის.
სწორედ ამისთვის არსებობს ავტომომსახურების ქართული სერვისი ვუვლი, რომელიც საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ეს ციფრული პლატფორმა შენი მანქანის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში უყრის თავს და სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას გთავაზობს.
-
გადახედვაისე მოხდა, რომ ოცნების დეპუტატებთან იზოლატორში თანაკვეთები მქონდა — ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის ინციდენტს იხსენებს ისე მოხდა, რომ ოცნების დეპუტატებთან იზოლატორში თანაკვეთები მქონდა — ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის ინციდენტს იხსენებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ნეანდერტალელების გენები ჩვენს ტვინზე როგორ მოქმედებს ნეანდერტალელების გენები ჩვენს ტვინზე
-
გადახედვააქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს — რა ვიცით? აქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს — რა ვიცით?
-
გადახედვაგდდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს გდდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვაDeepSeek-მა "საიდუმლოებები გათქვა" — ჩატბოტიდან სენსიტიურმა მონაცემებმა გაჟონა DeepSeek-მა "საიდუმლოებები გათქვა" — ჩატბოტიდან სენსიტიურმა მონაცემებმა გაჟონა
-
გადახედვაადვოკატი ამაღლობელზე: კლინიკაში გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს რო უძლებს ადვოკატი ამაღლობელზე: კლინიკაში გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს რო უძლებს
-
გადახედვამარსის გასაოცარი პეიზაჟები, რომელთა მსგავსსაც დედამიწაზე ვერ ნახავთ — სურათები მარსის გასაოცარი პეიზაჟები, რომელთა მსგავსსაც დედამიწაზე ვერ ნახავთ — სურათები
-
გადახედვაGDI: ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს GDI: ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
-
გადახედვაგოგიტა თოდრაძე: 2024 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა გოგიტა თოდრაძე: 2024 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა
-
გადახედვავატიკანის ინტრიგა და ბრძოლა ძალაუფლებისთვის — რატომ უნდა უყუროთ Conclave-ს? ვატიკანის ინტრიგა და ბრძოლა ძალაუფლებისთვის — რატომ უნდა უყუროთ Conclave-ს?
-
გადახედვაოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ხელისუფლებას მიმართავს, რომ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღოს ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ხელისუფლებას მიმართავს, რომ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღოს
-
გადახედვაქალებმა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი მთელ საქართველოში გამართეს ქალებმა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი მთელ საქართველოში გამართეს
-
-
გადახედვაცხელი უდრის ცხარეს? — რატომაა შედარებით ცხელ ქვეყნებში ყველაზე ცხარე საკვები ცხელი უდრის ცხარეს? — რატომაა შედარებით ცხელ ქვეყნებში ყველაზე ცხარე საკვები
-
გადახედვააფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა
-
გადახედვაბავშვები ენას იმაზე მალე სწავლობენ, ვიდრე გვეგონა — კვლევა ბავშვები ენას იმაზე მალე სწავლობენ, ვიდრე გვეგონა — კვლევა
-
გადახედვაპენიტენციური მზია ამაღლობელზე: მიმდინარეობს უწყვეტი მონიტორინგი, მდგომარეობა სტაბილურია პენიტენციური მზია ამაღლობელზე: მიმდინარეობს უწყვეტი მონიტორინგი, მდგომარეობა სტაბილურია
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერმა თბილისის ყინულის არენა გახსნა "ოცნების" პრემიერმა თბილისის ყინულის არენა გახსნა
-
-
-
გადახედვაკობახიძის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ჯონ ლოკის ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზეა საუბარი კობახიძის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ჯონ ლოკის ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზეა საუბარი
კომენტარები