მეგი გოგიტიძე ბათუმში კონცერტს აანონსებს

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: მეგი გოგიტიძე რუსეთში მოღვაწე მომღერალია, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგაც ოკუპანტ ქვეყანაში კონცერტი არაერთხელ ჩაატარა.
- გოგიტიძის კონცერტი ბათუმში გასული წლის ივლისშიც იყო დაგეგმილი.
- ის კლუბ Sector 26-ში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა კონცერტები მოსკოვსა და სოჭშიც დაგეგმა, კლუბმა ის გააუქმა.
- რამდენიმე დღის წინ, პირველ აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში მეგი გოგოტიძის კონცერტი გაუქმდა.
- მას ომის 15 წლის თავზე უნდა ემღერა.
დეტალები: გოგიტიძე ვიდეოს ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს და ასე აანონსებს საკუთარ კონცერტს.
- როგორც ის ამბობს, კონცერტი ბათუმში, საზაფხულო თეატრში 19 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.
- On.ge დეტალების გარკვევას ცდილობს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები