აბიტიურიენტმა, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, NAEC-მა გამოცდა არ დაუნიშნა, შსს-ს მიმართა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი აბიტურიენტის ინტერესების დასაცავად PHR-მა გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
- ორგანიზაცია მოითხოვდა, რომ დამატებით გამოცდაზე დაეშვათ პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირველ გამოცდაზე ვერ გამოცხადდა
- ბათუმელებთან ინტერვიუში დედამ განმარტა, რომ აბიტურიენტს გამოცდის წინა დღეს კბილი ასტკივდა და დასჭირდა ოპერაციული ჩარევა, ჰქონდა მაღალი ტემპერატურაც და ამის გამო ვერ მივიდა საგამოცდო ცენტრში.
- 27 ივლისს ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი ადვოკატების მოთხოვნა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (naec.ge-ის) დაავალა აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე დაეშვა.
დეტალები: PHR-ში გუშინ განაცხადეს, რომ 2 აგვისტოს, NAEC-მა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა, არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.
- ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი არ ათავისუფლებს ცენტრს სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისგან.
- აბიტურიენტის დედამ, ინგა ბაშაროვმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა — ამბობს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ naec.ge-ის დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას.
- PHR-ის წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის შეფასებით, "ეს არის არა ერთი აბიტურიენტის ან ერთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე დარტყმა".
- ორგანიზაცია მოუწოდებს naec.ge-ს, დაიცვას აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი წარმოების უფლება და აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
- მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა გამოცდების ეროვნული ცენტრიც და განაცხადა, რომ სასამართლო განჩინება გაასაჩივრეს.
- "შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
უკვე დღეს PHR-ში განაცხადეს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ შსს-ს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს.
- როგორც ანა არგანაშვილი წერს, უახლოეს საათებში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მიმართავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც.
- "შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს "რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს". თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები", — წერს ის.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები