რა თქვა პრეზიდენტმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე
პრეზიდენტმა რაჭაში სტიქიის მეორე დღეს ბრიფინგი გამართა და ის მაშველებს ასეთ რთულ ვითარებაში მუშობისთვის მადლობა გადაუხადა.
- სალომე ზურაბიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა ხელისუფლებას, ასევე, ყველა იმ უწყებას, რომელიც სამაშველო ღონისძიებებშია ჩართული.
- "დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის".
- მისივე თქმით, როგორც თავად, ადმინისტრაციასთან ერთად, ჩაერთვება ყველა ღონისძიებაში, სადაც ეს საჭირო იქნება.
- პრეზიდენტმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ყველა იმ პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს.
გამოეხმაურა ღარიბაშვილს იმის შესახებ, რომ მეზობელ ქვეყნებს დახმარება არ სთხოვეს, რადგან საჭიროება ვერ დაინახეს.
- ასევე, გამოთქვა მზაობა, რომ თუ საჭირო გახდა მისი როლი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან დასაკავშირებლად, ამაშიც მიიღოს მონაწილეობა.
- "ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად".
მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. სასტუმრო სანსეტი შოვში მცხოვრები მოქალაქეები ადგილიდან ვიდეოებს ავრცელებდნენ და მედიასთან იქ არსებულ ვითარებაზე ჰყვებოდნენ.
- ამბობდნენ, რომ ყველა მხრიდან არიან შემოსაზღვრული, გასასვლელი არ არის და სამაშველო ვერტმფრენის არმისვლის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობდნენ.
- უცნობი იყო იმ სხვა პირების ბედი, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ სტიქიის ადგილას.
- ვერტმფრენი ამ შეტყობინებებიდან დაახლოებით 3 საათში გამოჩნდა. ამის შესახებ შსს-მა განცხადება გამოაქვეყნა.
- მიუხედავად ამისა, გამოცემა მთის ამბებს 20 წუთის შემდეგ სწერდნენ, რომ მათთან დასახმარებლად ჯერ კიდევ არავინ იყო მისული.
- მოგვიანებით, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო და მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
- ადგილზე სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით დაბნელებისთანავე შეწყდა და მაშველები ისე აგრძელებდნენ სამძებრო სამუშაოებს.
- გუშინდელი ოფიციალური ცნობების თანახმად, კონტაქტზე არ გამოდიოდა 50 ადამიანი, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ 6 მათგანთან დაკავშირება მოხერხდა და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
რას ამბობენ ვერტმფრენებზე: გუშინ ღამით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ინფორმაცია სტიქიის შესახებ 15 საათსა და 10 წუთზე მიიღეს, რის შემდეგაც "დაუყოვნებვლივ დაიგეგმა ვერტფრენების ჩართულობა".
- "მოგეხსენებათ, რომ ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი, გარდა ამისა, ამინდმაც შეგვიშალა გარკვეულწილად ხელი".
- როგორც მან განაცხადა, ასეთ რთულ ხეობაში, "რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა" მუშობა.
- "იმაზე მეტ საქმეს, რასც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს, კიდევ და კიდევ, გამომდინარე რთული რელიეფიდან".
- ვერტმფენების თემაზე ჰკითხეს ინფრასტრუქტურის მინისტრსაც. მან მედიას მოუწოდა, "ნუ შეეცდებიან რაღაც მიზეზების მოძებნას, როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა".
- როგორც მან თქვა, ვერტმფრენს აქვს შესაბამისი სამობილიზიაო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში პირველი ვერტმფრენი ადგილზე იყო.
- "შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, 2 წუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. გარდა ამისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაცამ დაიგვიანა, ზედმეტია", — ამბობს ის.
- ვერტმფრენებზე საუბარი სტიქიის ზონაში მეორე დღეს გამოჩენილ ღარიბაშვილსაც მოუწია. პასუხად პრემიერმა ჟურნალისტები გალანძღა და შეურაცხმყოფლად მოიხსენია.
უკვე დღეს დილის 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებები კვლავ 2 ვერტმფრენით განახლდა.
- ამასთან, მათივე ცნობით, სამაშველო სამუშოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
- უწყებაში თქვეს, რომ სტიქიის ზონიდან ამ დრომდე უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 140 ადამიანი.
- ცოტა ხნის წინ რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებულმა მედიასთან განაცხადა, რომ ჯამში მათი რიცხვი 210-ია.
- ამ ეტაპზე ოფიციციალურად 7 ადამიანის ცხედრის პოვნაა დადასტურებული. დაკარგულად ითვლება ათეულობით მოქალაქე.
ღარიბაშვილი სტიქიის ადგილას მხოლოდ დღეს გამოჩნდა. ის გუშინ შექმნილ საგანგებო შტაბში შევიდა და შეხვედრა გამართა ისე, რომ არც შესვლამდე და არც გამოსვლისას მედიასთან არ უსაუბრია.
- მთავრობის ადმინისტრაციის ფეისბუქგვერდზე, რომელიც გუშინდელი მოვლენების ფონზე 20 საათი არაფერს წერდა, პრემიერის რაჭაში ჩასვლის ფოტო-ვიდეო მასალა გამოჩნდა.
- მისი თქმით, დღეს სამძებრო-სამუშოებში ჯარიც ჩაერთვება. ასევე, განაცხადა, რომ ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები