გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის დოკუმენტში შოვში ღვარცოფული პროცესის საშიშროებაზეა საუბარი — რა წერია
დეტალები: გეოლოგიური ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის — ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელზეც იმ მოსალოდნელ საფრთხეზეა საუბარი, რომლის წინაშეც შოვი ორი წლის შემდეგ აღმოჩნდა.
- დოკუმენტის თანახმად, რაჭაში, სტიქიის ადგილას, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფის საშიშროების რისკი მაღალია.
- ნათქვამია, რომ ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომოვილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
- ვკითხულობთ, რომ ღვარცოფული ნაკადების გავლა საშუალოდ წელიწადში 2-3-ჯერ ხდება.
- რეკომენდაციების ნაწილში კი ხაზგასმულია, რომ უნდა მოხდეს მდინარე დღვიორას პერიოდული გაწმენდა, დაღრმავება და ბორტების გამაგრება.
- ასევე, ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგი.
- მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სააგენტო ყოველ წელს ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტებს, თუმცა 2022 წლის ანგარიში სააგენტომ არ მიაწოდა.
- "სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს", — ამბობს ის.
გარდა ამისა, 2020 წელს მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდა მოქალაქე. ის სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებდა და წერდა, რომ მდინარე ბუმბულას ადიდების გამო მთავარი გზა დაზიანდა.
- მარიტა გუტაშვილი ამბობდა, რომ მიუხედავად ინფორმირებულობისა, ონის რაიონულმა გამგეობამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.
- "მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა".
- მარიტა გუტაშვილი დღეს ერთ-ერთია მათგან, ვინც მეწყერის შემდეგ ამ დრომდე დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებს.
რას ამბობენ გეოლოგები: გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მედიასთან განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში ასეთი მასშტაბის სტიქია არასდროს მომხდარა.
- კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის არიდება, გეოლოგი ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბურობისა და კომპლექსურობის სტიქიის პროგნოზირების პრეცედენტი არ არსებობს.
- გაფრინდაშვილის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში.
- რადიო თავისუფლებასთან დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ბოიჩენკო ამბობს:
- ამ ეტაპზე ორ ვარიანტზე ვფიქრობთ, რა შეიძლება მომხდარიყო: რამდენიმე დღის განმავლობაში ჭარბი ნალექი. პირველი ვარიანტით, შესაძლოა, მდინარე ბუბას ზედა ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია შეგუბება და ეს ნაკადი დაიძრა. და მეორე ვარიანტი — მოწყდა მყინვარის (იქ ორი მყინვარია) ნაწილი, თან წამოიღო მორენა (მიწის მასა და ნატეხი მასა) და ეს ყველაფერი ერთდროულად გადაიზარდა ღვარცოფში. თუმცა მე მაინც მეწყრის ჩამოწოლის ვერსიისკენ ვიხრები".
- კითხვაზე, ეს იმ ტერიტორიისთვის რამდენად დიდი მასაა, ბოიჩენკო ამბობს, რომ ძალიან დიდი.
-
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასეთ ვითარებაში ისიც არის ხოლმე, რომ არასწორ ადგილებში ვაშენებთ ნაგებობებს. ახალი ნაგებობები, კოტეჯებიც უშუალოდ მდინარის კალაპოტში იდგა. შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ არის კალაპოტი, რადგან იქ წყალი არ მოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათი წლის მერე უცებ არ მორეცხავს წყალი იმ ადგილს".
- გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი მეგრელიძე ამბობს, რომ პროცესების წინასწარ შეფასება შესაძლებელი იყო, თუმცა პროგნოზირება — ფაქტობრივად გამორიცხული.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები