6 სარისკო ნაბიჯი, რომლითაც მოგზაურობისას თავს მეტისუფლებას მისცემ
ნანატრი შვებულების და მოგზაურობის დროც მოვიდა და შენ ისევ ათას რამეზე გედარდება? "პასპორტი ხომ არ მრჩება?", "რომელი მედიკამენტები უნდა წავიღო თან?", "რამე გაუთვალისწინებელი რომ მაინც მოხდეს?" — მოკლედ, ასეთ შფოთიან შეკითხვებს რა დალევს. არადა, მოგზაურობა ხომ იმისთვისაა, რომ ცოტა ხნით ტვინიც "გაანიავო" და ყურადღება სხვა დანარჩენზე გადაიტანო. აი, მაგალითად იმაზე, როგორ გაატარო დაუვიწყარი დრო, დაიმუხტო შთაბეჭდილებებით და შეიქმნა სასიამოვნო მოგონებები.
ამ ყველაფრის მისაღწევად კი, აუცილებელია, ცოტათი რისკიანიც იყო. ასე რომ, ცოტა ხნით ტურისტული საფიქრალი დაივიწყე და მიეცი თავს მეტისუფლება.
როგორ?
1. გასინჯე აქამდე უცნობი კერძი
როცა მოგზაურობისას ეგზოტიკურ კერძს გთავაზობენ, შეიძლება ორჭოფობას მოჰყვე, საერთოდ ღირს თუ არა გასინჯვად. ამ დროს გეფიქრება, გემრიელი თუ იქნებაო. არც ამაზე იდარდო, გარისკე და გასინჯე. თუ უგემური აღმოჩნდა, რა უჭირს, ხომ არავინ დაგაძალებს, თეფში მოასუფთავეო. სხვა თუ არაფერი, მეგობრების წრეში დასაკვეხნად მაინც გექნება, რომ ასეთი უჩვეულო კერძი დაგემოვნებული გაქვს.
2. იპოზიორე თამამად
ფოტოები ხომ მოგონებებს საუკეთესოდ ინახავს, ასე რომ, არ მოგერიდოს პოზიორობა და ნურც ექსპერიმენტებს შეუშინდები. რადგან პიზის კოშკთან ყველა ერთნაირ ფოტოს იღებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რამე ორიგინალურის მოფიქრებას ვერ შეძლებ. არც იმაზე იდარდო, შედეგი როგორი იქნება — მთავარია, გადაღებისას იხალისო და დიდი ამბავი, თუკი საქმე ისე არ წავა, როგორც გეგმავდი! სხვა თუ არაფერი, სახალისოდ მოსაგონარ ამბად მაინც დაგრჩება ეს შემთხვევა.
3. გაინავარდე სკუტერით ქალაქში
როგორც ამბობენ, წლების შემდეგ იმას უფრო ინანებ, რომ რაღაც არ გააკეთე. ამ პრინციპითვე გადადგი შემდეგი ნაბიჯი მოგზაურობისას და დაათვალიერე ქალაქი დამოუკიდებლად, თუნდაც, მაგალითად, სკუტერით. აუცილებელი არაა, დიდი ავტობუსით ტურისტების ჯგუფთან ერთად იმგზავრო და გიდიც თან გახლდეს. გახსოვდეს, რომ მარტო ხეტიალისას უფრო მეტი რამის აღმოჩენას და გამოცდას შეძლებ.
4. ნუ შეგეშინდება მუზეუმების
არა, ღამე მუზეუმში დარჩენას კი არ გთავაზობთ... უბრალოდ, თუკი რომელიმე გადაშენებული ცხოველის რეალური ზომის ნახვა გსურდა და ფეხი უკან გრჩებოდა, ან სულაც სხვა ტურისტების სიმრავლეს უფრთხოდი — ამაზე მართლა არ იდარდო; დიდი ალბათობით, ისინიც შენ მსგავსად შფოთავენ ამაზე. ამასთან, შიშის დაძლევა ხომ მოგზაურობისას სიამოვნების მიღების ერთ-ერთი წინაპირობაცაა.
5. დაუფიქრებლად მიაშურე უცხო ადგილებს
აი, სკუტერით ნავარდობა თუ მოგბეზრდება, შეგიძლია ჩამოქვეითდე და ახლა უკვე ფეხით გაუყვე უცხო ქალაქის ქუჩებს. ალბათ კვლავაც იკითხავ, მოიცა, ასე ავდგე და პირდაპირ გავუყვეო? ჰო, ზუსტად ასე. დაკარგვის არ შეგეშინდეს, შენ ხომ რისკიანობაზე დადე თავი. თან, რაც უნდა იყოს, GPS-ის, ტურისტული რუკის ან კეთილგანწყობილი ადგილობრივების იმედი სულ უნდა გქონდეს.
6. მოიქეცი თავქარიანი კინოგმირივით
დაბოლოს — წარმოიდგინე, რომ რომელიმე თუნდაც რომანტიკული კომედიის მთავარი გმირი ხარ. ცოტათი თავქარიანი, იქნებ თავზე ხელაღებულიც? ყოველ შემთხვევაში, ეცადე, მეტისმეტი საფიქრალი მოიშორო და შესაძლო მოულოდნელობებსაც არ შეუშინდე.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, სანერვიულო არაფერია. ისიც მუდამ გახსოვდეს, რომ თუ მოგზაურობისას რამე გაუთვალისწინებელი შეგემთხვა, ამაზე თიბისი დაზღვევის სამოგზაურო პაკეტი იზრუნებს. ეს პაკეტი, გაუმჯობესებული პირობებით, საშუალებას გაძლევს, თავს მეტისუფლება მისცე, საზრუნავი უკან მოიტოვო და უარი არ თქვა ახალ, საინტერესო გამოცდილებებზე.
სამოგზაურო დაზღვევის სასურველი პაკეტის (სტანდარტული და პრემიუმი) შეძენა მარტივად შეგიძლია — ჩატში, საიტზე ან აპში.
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
-
გადახედვამთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ
-
გადახედვაგოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
კომენტარები