შინეიდ ო'კონორის პატივსაცემად ირლანდიის სანაპიროზე ინსტალაცია განათავსეს
ლეგენდარული ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო'კონორის, პატივსაცემად მუსიკოსის მშობლიურ ქვეყანაში დროებითი ინსტალაცია შექმნეს. ზღვის ნაპირას, ბორცვზე განთავსებული 10-მეტრიანი ინსტალაცია, რომელზეც მომღერლის სახელი და ქვეყნის ირლანდიური დასახელება წერია, პატარა ქალაქ ბრეის გადაჰყურებს.
ო'კონორი ბრეიში 15 წელი ცხოვრობდა. ამავე ქალაქში დაკრძალავენ მას.
"შინეიდს ბრეიში ცხოვრება მოსწონდა და აქაურებიც უყვარდა", — წერს მუსიკოსის ოჯახი გავრცელებულ განცხადებაში.
გადამუშავებადი პლასტმასისგან დამზადებული ინსტალაცია ბორცვზე კვირის ბოლომდე დარჩება.
"შინეიდზე მისი გარდაცვალების შემდეგ იმდენი რამ ითქვა, არც კი ვიცი, რა დავამატო", — ამბობს ინსტალაციის შემქმნელი კრეატიული სააგენტოს ხელმძღვანელი, რიჩარდ სიბრუკი, — "უბრალოდ, გვინდოდა, ამით გვეჩვენებინა, თუ რამდენს ნიშნავდა იგი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის".
სწორედ იმის აღსანიშნავად, რომ ირლანდიისთვის შინეიდ ო'კონორი ბევრს ნიშნავდა, დედაქალაქ დუბლინში სემუელ ბეკეტის ხიდი რამდენიმე დღის წინ მუსიკოსის ჰიტის Nothing Compares 2 U ტექსტით განათდა.
შინეიდ ო'კონორი 26 ივლისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
დუბლინელმა ო'კონორმა მუსიკალური კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როცა სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra გამოუშვა. ალბომი არაერთი ქვეყნის ჩარტებში აღმოჩნდა. არანაკლებ წარმატებული გამოდგა 1990 წელს გამოშვებული მეორე სტუდიური ალბომი I Do Not Want What I Haven't Got, რომლის შვიდ მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა მსოფლიოში. ერთ-ერთი სინგლი ალბომიდან — Nothing Compares 2 U — რომელიც პრინსის დაწერილია, მოგვიანებით ნამდვილი ჰიტი გახდა. ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე სიმღერა წლის #1 მსოფლიო სინგლად დასახელდა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები