ნოლანის "ოპენჰაიმერის" სცენარი Amazon-ზე #1 ბესტსელერი გახდა
სცენარები მხოლოდ მსახიობებისა და ფილმის შემოქმედებითი გუნდის სხვა წევრებისთვის როდი იწერება. ბოლო წლებში წიგნებად გამოცემულ კინოსცენარებს უამრავი მკითხველი გამოუჩნდა. სხვა თუ არაფერი, ჯადოსნური ცხოველების სცენარების პოპულარობის ამბავი მაინც გეცოდინებათ.
თუმცა, სულ ახლახან, კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერის სცენარმა ჯადოსნური ცხოველებიც და თვით კვენტინ ტარანტინოც კი გვერდზე ჩააჩოჩა და Amazon-ზე #1 ბესტსელერი გახდა. ეპიკური ფილმის სცენარი, რომელიც პულიცერის პრემიის მფლობელ წიგნს ეფუძნება, თავად ნოლანს ეკუთვნის. აი, ფილმმა კი, სადაც მთავარ როლს კილიან მერფი ასრულებს, წინა თვეში ნამდვილი ფურორი მოახდინა — ოპენჰაიმერმა ამ დრომდე, სულ რაღაც სამ კვირაში, $560 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
ასე რომ, გასაკვირი არაა, რატომ გახდა ამ ფილმის სცენარი უპირობო ლიდერი ბესტსელერების ჩამონათვალში.
როგორც ვთქვით, ნოლანის ფილმი ბიოგრაფიულ წიგნს ეფუძნება. კაი ბერდისა და მარტინ ჯ. შერვინის არამხატვრული ნაწარმოები, American Prometheus: The Triumph and Tragedy of J. Robert Oppenheimer, ატომური ბომბის შემქმნელი ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებაზე გვიყვება.
აღსანიშნავია, რომ სცენარს წამძღვარებული აქვს კაი ბერდის შესავალი, სადაც იგი ნოლანს აქებს და ამბობს, რომ რეჟისორმა "უკიდურესად კომპლექსური ბიოგრაფია სასწაულებრივად აქცია ვიზუალურ ხელოვნებად", რომელიც ისტორიული ფიგურის ამბავს ზედმიწევნით მიჰყვება.
ოპენჰაიმერი ნოლანისთვის მე-12 ფილმი და პირველი ბიოგრაფიული ნამუშევარია. კილიან მერფის გარდა, კინოსურათში მთავარ როლებს მეთ დეიმონი, ემილი ბლანტი, რობერტ დაუნი უმცროსი და რამი მალეკი ასრულებენ.
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
კომენტარები