მიკროფონი, რომელიც ქარდი ბიმ ფანს ესროლა, აუქციონზე $99 900-ად გაიყიდა
მიკროფონი, რომელიც ქარდი ბიმ ფანს ესროლა, აუქციონზე $99 900-ად გაიყიდა. მიკროფონი eBay-ის აუქციონზე სკოტ ფიშერმა გაიტანა, რომელიც იმ აუდიოწარმოების კომპანიის ხელმძღვანელია, რომელმაც ქარდი ბი ლას-ვეგასის კონცერტზე ტექნიკით მოამარაგა.
ინციდენტი ლას-ვეგასში 29 ივლისს მოხდა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს, რომ ქარდი ბის ერთ-ერთი ჰიტის შესრულებისას ფანმა სასმელი შეასხა, რის შემდეგაც გაბრაზებულმა შემსრულებელმა მას მიკროფონი ესროლა.
აუქციონზე მიკროფონის აღწერის მიხედვით, ის ჯერ კიდევ მუშაობს და მყიდველს ფიშერის ხელნაწერთან ერთად გადაეცა, რომელიც ნივთის ავთენტურობას ადასტურებს. მისი ყიდვის სურვილი დაახლოებით 120-მა ადამიანმა გამოთქვა. ფიშერის თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ მიკროფონი $5000-ად გაიყიდებოდა და ამხელა გამოხმაურებას არ ელოდა.
ინციდენტიდან რამდენიმე დღეში ლას-ვეგასის პოლიციაში ერთ-ერთმა მსმენელმა საჩივარი შეიტანა, რომელშიც აცხადებს, რომ 2023 წლის 29 ივლისს კონცერტზე ყოფნისას სცენიდან ნასროლი ნივთი მოხვდა. პოლიციის დეპარტამენტს მომღერალი Cardi B არ უხსენებია, თუმცა საერთაშორისო მედიები ვარაუდობენ, რომ საჩივარი სწორედ მის წინააღმდეგაა შეტანილი.
ბოლო პერიოდია შემთხვევები, როდესაც კონცერტზე არტისტებს ფანები ნივთებს ესვრიან, ძალიან გახშირდა, რაც რიგ შემთხვევებში მომღერლების მცირედ დაზიანებასაც იწვევს. მაგალითად, დრეიკს ფანმა ელექტრონული სიგარეტი ესროლა, Bebe Rexha-ს დამსწრემ სახეში ტელეფონი გაარტყა, P!nk-ს გულშემატკივარმა გარდაცვლილი დედის ფერფლი შეაყარა, კელსი ბალერინს სიმღერის შეწყვეტა მოუწია, რადგან ფანის მიერ ნასროლი საგანი მოხვდა, ჰარი სტაილსს კი დამსწრის მიერ ნასროლი გაურკვეველი ობიექტი თვალთან ახლოს მოხვდა.
ამავე თემაზე:
- ლედი გაგას კონცერტზე რაღაც ესროლეს, თუმცა მომღერალი უხილავმა ბარიერმა დაიცვა
- ჰარი სტაილსს კონცერტზე სცენაზე ნასროლი ნივთი თვალში მოხვდა
- ჰარი სტაილსს სცენაზე ქათმის ხორცის ნაჭრები ესროლეს და ვერ გაგვიგია, რატომ
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
კომენტარები