Meta-მ მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა — რა ხდება ბირჟაზე
ივლისის მიწურულს Meta Platforms-მა (META) მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რასაც მისი აქციების ფასის მყისიერი ზრდა მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, კომპანიის შემოსავლებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს ($31,06 მლრდ) გადააჭარბა და 32 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Meta-ს განცხადებით, მეორე კვარტალში მისმა მოგებამ ერთ აქციაზე 2,98 დოლარს მიაღწია, რაც, ასევე, ანალიტიკოსების მოლოდინებზე ($2,92) მეტი აღმოჩნდა.
"ჩვენ კარგი კვარტალი გვქონდა. ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ვიხილოთ ძლიერი ჩართულობა ჩვენი აპლიკაციების საშუალებით და გვაქვს ყველაზე საინტერესო გეგმები, რაც კი აქამდე გვქონია", — თქვა კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა.
Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ რეკლამებიდან შემოსავლებიც გაასაჯაროვა და თქვა, რომ მეორე კვარტალში 31,5 მილიარდი დოლარის რეკლამა გაყიდა, რაც მოსალოდნელზე (30,43 მლრდ) მეტი იყო.
კომპანიის ანგარიშში მომხმარებელთა აქტივობაზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ Facebook-ის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა მოლოდინს (2,03 მლრდ) გადააჭარბა და 2,06 მილიარდი შეადგინა.
აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანიის ვირტუალური რეალობის განყოფილებამ უფრო დიდი საოპერაციო ზარალი აჩვენა, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ. ანგარიშის მიხედვით, მეორე კვარტალში Reality Labs-მა 3,74 მილიარდი დოლარი დაკარგა. გეგმის მიხედვით, დანაკარგი 3,68 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2022-2023 წლებში 20 000 ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე წელს ის სახელფასო ხარჯების ზრდას მოელის. Meta-ს თქმით, მისი მთლიანი ხარჯები 2023 წელს 88-91 მილიარდი დოლარის შუალედში იქნება.
რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, საშუალო და გრძელვარდიან პერიოდში კომპანია იზრდება. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, Meta-ს ფასიანი ქაღალდების ღირებულება 154%-ით არის გაზრდილი. ბოლო მონაცემებით, მის ერთი აქციის შეძენა 306 დოლარად არის შესაძლებელი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
კომენტარები