რა უნდა იცოდე, თუ მაღალი დივიდენდის მიღება გსურს
დივიდენდის შესახებ ალბათ ყველა დამწყებ ინვესტორს სმენია, თუმცა მასთან დაკავშირებული ბევრი დეტალი ზედაპირზე სულაც არ დევს და სიღრმისეულ კვლევას მოითხოვს.
მარტივად რომ ვთქვათ, დივიდენდი ის შემოსავალია, რომელსაც აქციონერი კომპანიისგან იღებს. დივიდენდის გადამხდელ კომპანიებს შესაბამისი განაკვეთი აქვთ, რომლის მიხედვითაც ეს გადასახადი ანგარიშდება. მაგალითად, მარტივი არითმეტიკით, თუ კომპანია, რომლის ფასიან ქაღალდებსაც ფლობ თითო აქციაზე 0,5 დოლარს იხდის, 1 000 ცალი აქციის ფლობის შემთხვევაში, შესაბამის პერიოდში, მისგან 500 დოლარს მიიღებ.
როგორც წესი, კომპანია დივიდენდს მოგების დაფიქსირების შემთხვევაში გასცემს. თუმცა, დივიდენდის გადახდა სავალდებულო არ არის. ამის მიუხედავად, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, კომპანიების 84%-მდე დივიდენდს დროდადრო მაინც გასცემენ.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დივიდენდის გაცემის იურიდიულად სავალდებულო თარიღი არ არსებობს. თუმცა, არსებობენ ეგრეთ წოდებული დივიდენდის არისტოკრატი კომპანიები, რომლებიც ამას რეგულარულად აკეთებენ. როგორც წესი, ისინი ამ გადასახადს კვარტალურად იხდიან.
მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე გაითვალისწინო, რამდენია კომპანიის დივიდენდის განაკვეთი, ანუ სარგებელი. ეს არის ის თანხა, რომელსაც კომპანია იხდის თითო აქციის სანაცვლოდ. მაგალითად, თუ კომპანიის ერთი აქცია 100 დოლარი ღირს და ის წლიურად დივიდენდის სახით 5 დოლარს გასცემს, მაშინ დივიდენდის შემოსავლიანობა არის: 5/100=0,05 — ეს 5%-იან სარგებელს ნიშნავს.
თუ დივიდენდის გადამხდელ კომპანიებში ინვესტირება გსურს, ამ სტატიის მომდევნო ნაწილში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
დაიწყე ინფორმაციის შეგროვებით
ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ინვესტირებაში კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. მოძებნე ისეთი აქციები, რომლებიც საიმედოდ იხდიან დივიდენდებს. გაითვალისწინე, ყველა კომპანია არ გასცემს დივიდენდს და ამასთან, მათგან ყველა არ არის თანმიმდევრული.
ამიტომ, შეამოწმე, აქვს თუ არა კომპანიას რეგულარული გადახდების ისტორია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ბუნებრივია, რაც უფრო თანმიმდევრული იყო კომპანია წარსულში, მით უფრო სავარაუდოა, რომ ის მომავალშიც ასეთ გზას გააგრძელებს.
დაიწყე მსხვილ კომპანიებში ინვესტირებით
თუ დამწყები ინვესტორი ხარ, უმჯობესია იმ კომპანიებით დაიწყო, რომელთა შესახებაც მეტი ინფორმაცია გაქვს და რომლებმაც უკვე მიაღწიეს დიდ ზრდას. როგორც წესი, სწორედ ასეთი კომპანიები არიან სანდო და მაღალი დივიდენდის გადამხდელები.
ამასთან, შეგიძლია შენი ფინანსები ETF-ებში დააბანდო. ასეთ ფონდებს აქციების კრებულსაც უწოდებენ, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აერთიანებენ და ფასიანი ქაღალდების ერთგვარ კოქტეილს გთავაზობენ.
მოძებნე მაღალი და მდგრადი შემოსავლის მქონე აქციები
როდესაც კომპანიის დივიდენდის განაკვეთის შესახებ ინფორმაციას მოიძიებ, ორი საკითხი გაითვალისწინე: მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და მისი სიმდგრადე.
თუ ერთი კომპანიის დივიდენდის განაკვეთი 3%-ია ხოლო მეორის — 1,5%, ბუნებრივია, რომ არჩევანს მაღალი შემოსავლის სასარგებლოდ გააკეთებ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მაღალი განაკვეთი განპირობებულია ქციების ფასის უეცარი ვარდნით. ეს მაშინ ხდება, როდესაც კომპანია საკუთარ ფინანსებს არასწორად განკარგავს და აქციონერებზე საჭიროზე მეტს ანაწილებს. ასეთ დროს, სავარაუდოა, რომ მის მიერ გადახდილი დივიდენდი არ იქნება მდგრადი.
ამასთან, გაითვალისწინეთ ზოგადი სტატისტიკა. მაგალითად, ბოლო პერიოდისთვის დივიდენდის საშუალო შემოსავალი 2%-ის ფარგლებში მერყეობდა. თუ ბაზარზე შეხვდებით კომპანიას, რომელიც წლიურად 3-3,5%-ს გადაგიხდით, ეს შესაძლებელია ჯდებოდეს გონივრულ ზღვარში, თუმცა თუ კომპანია 5%-იან დივიდენდს გთავაზობს, მის მაჩვენებლებში უფრო ღრმად უნდა ჩაიხედო და მისი ფინანსები ზედმიწევნით კარგად შეისწავლო.
არ დაგავიწყდეს, ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდირებულია სიღრმისეული კვლევის ჩატარება.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
კომენტარები