5 ყველაზე ცნობილი მანქანა სერიალებიდან
თუკი თავისუფალი დრო სერიალების ყურებაში გაგყავს ხოლმე და, ამასთან, ავტომოყვარულიც ხარ, სწორ ადგილას მოხვდი — ამ სტატიაში იმ ცნობილ მანქანებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც პოპულარულ სატელევიზიო შოუებსა და ანიმაციურ სერიალებში შევხვედრილვართ. შეიძლება დაჰკვირვებიხარ კიდეც — სერიალებში ავტომობილი ზოგჯერ, უბრალოდ, გადაადგილების საშუალება კი არაა, სიუჟეტისთვის საკვანძო ნაწილსაც წარმოადგენს ხოლმე. ასე რომ, აუცილებელიც იყო, ასეთი მანქანებისთვის ერთად მოგვეყარა თავი.
1. ფურგონი The Mystery Machine (სკუბი-დუ)
თუ ბავშვობაში შენი საყვარელი ანიმაციური სერიალი სკუბი-დუ იყო, აუცილებლად გაგიჩნდებოდა სურვილი, მთავარ გმირებს ფურგონით დამგზავრებოდი. ფურგონი, სახელად The Mystery Machine ("იდუმალი მანქანა") ხომ თავბრუდამხვევ თავგადასავლებთან ასოცირდება. ეს ფერადი ტრანსპორტი კი პერსონაჟებისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ ყოფილა — ის უსაფრთხო ადგილიც, ერთგვარი თავშესაფარი იყო, რომელიც ყოველთვის დაგჭირდება, თუკი გზად ურჩხულებს აწყდები ხოლმე.
2. Metallicar (ზებუნებრივი)
შევროლეს ფირმის ამ მანქანას, რომელიც 1967 წლის გამოშვებაა, 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფენტეზი სერიალის მოყვარულები კარგად იცნობენ. ავტომობილით, მეტსახელით Metallicar, სემ და დინ ვინჩესტერები ბოროტ ძალებს წლების განმავლობაში დასდევდნენ. მანქანას სერიალის ლამის ყველა ეპიზოდში ვხედავთ, ამიტომ, შეგის და სკუბი-დუს ფურგონისა არ იყოს, ისიც უსაფრთხოებასთან ასოცირდება. აი, მეტსახელს რაც შეეხება, თუ გაიხსენებ, რომელი ჟანრის მუსიკას უსმენდნენ ძმები ავტომობილში ყველაზე ხშირად, მიხვდები, რატომ შეარქვეს სერიალის ფანებმა ასე.
3. 2004 Pontiac Aztek (მძიმე დანაშაული)
AMC-ის საკულტო სერიალში ეს მანქანა ერთ-ერთ მთავარ ანტაგონისტს, უოლტერ უაითს, ჰყავს. ბრაიან კრენსტონის განსახიერებული პერსონაჟისადმი, რა თქმა უნდა, ყველანი უარყოფითად ვიყავით განწყობილები, მაგრამ შეუძლებელია, ამ ავტომობილმა მაყურებლის ყურადღება არ მიიქციოს. მართალია, ვიზუალით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სერიალის ფანები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს მანქანა, ერთგვარად, უოლტერის ცხოვრებისეული გამოცდილების მეტაფორაცაა; Pontiac Aztek ხომ 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოშვება იყო, რადგან არც ლამაზი გახლდათ და დიდად — არც კომფორტული. თუმცა, როგორც იტყვიან, "თავის საქმეს აკეთებდა".
4. ბეტმობილი (ბეტმენი)
შეუძლებელია, ბეტმენზე საუბრობდე და მისი ლეგენდარული ავტომობილი არ ახსენო. ალბათ ისიც დაუჯერებელია, ბეტმენის ფანი იყო და ბეტმობილის ქონაზე არ ოცნებობდე. ამ გამოგონილ მანქანას ხომ ყველაფერი ჰქონდა, რაც გოთემის ბოროტმოქმედებთან საბრძოლველადაა საჭირო — შეეძლო წარმოუდგენელი სიჩქარით გადაადგილება, ტრიუკების შესრულება, ნებისმიერი წინაღობის გარღვევა და ცეცხლის გახსნაც კი. და, მერე რა, რომ უკვე ათწლეულები გავიდა, რაც ბეტმობილი პოპკულტურაში გამოჩნდა — ეს მანქანა დღემდე ფანტასტიკის სფეროში რჩება.
5. ნავმობილი (სპანჯბობი)
აი, კიდევ ერთ ფანტასტიკურ მანქანას მივადექით, რომლის ამ სიაში გამოტოვება არაფრით იქნებოდა. სპანჯბობზე ხომ ერთ-ერთი პირველი ის გვახსენდება, როგორ წარუმატებლად ცდილობდა, გამოცდა ჩაებარებინა და მართვის მოწმობა მიეღო. თუმცა, ამ პერსონაჟმა ხომ ისიც გვასწავლა, რომ ხელი არასდროს ჩავიქნიოთ და მიზნისკენ სწრაფვა არ შევწყვიტოთ — ჰოდა, ზუსტად ამას განასახიერებს ნავმობილიც; მერე რა, თუ ბეტმობილივით ჩქარი ან სკუბი-დუს ფურგონივით ლამაზი არაა!
რომელი მანქანაც უნდა იყოს — იქნება ეს უოლტერის შეუხედავი Pontiac Aztek თუ ვინჩესტერების ძველისძველი Metallicar — ყველა მათგანს სჭირდება მოვლა, სათანადო დროისა და ყურადღების დათმობა.
სწორედ ამისთვის არსებობს ავტომომსახურების ქართული სერვისი ვუვლი, რომელიც საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ეს ციფრული პლატფორმა შენი მანქანის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში უყრის თავს და სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას გთავაზობს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები