10 სიმღერა, რომელსაც მანქანით მგზავრობისას უნდა მოუსმინო
უამრავი ჩვენგანისთვის ავტომობილით მგზავრობა ყოველდღიურობისა და რუტინის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ პროცესის გამრავალფეროვნებას სხვადასხვა გზით ვცდილობთ. ერთ-ერთი საუკეთესო გზა მგზავრობისთვის ახალი ფლეილისტების შექმნა და საყვარელი სიმღერების მოსმენაა.
თუ ავტომობილით მგზავრობისთვის ახალი ფლეილისტი გჭირდება, ამ სტატიაში 10 სიმღერას შემოგთავაზებთ, რომელიც შენი მოგზაურობის საუნდტრეკებად იქცევა:
1. Cruel Summer — ტეილორ სვიფტი
Cruel Summer ტეილორ სვიფტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა, რომელიც პირველივე წამიდან აგიყოლიებს. მიუხედავად იმისა, ზამთარია თუ ზაფხული, Cruel Summer თავს მუდამ სამყაროს მთავარ პერსონაჟად გაგრძნობინებს!
2. I’m Gonna Be (500 Miles) — The Proclaimers
თუ სერიალი How I Met Your Mother გიყვარს, გემახსოვრება, როგორ უსმენენ ტედი და მარშალი ამ სიმღერას დაუსრულებელი მგზავრობისას. ერთი მოსმენა საკმარისია იმისთვის, რომ მათ შენც მიბაძო და თავგადასავლებისკენ გაიჭრა!
3. Shut Up and Drive — რიანა
ფრთხილად იყავი! ამ სიმღერამ საჭესთან ზედმეტად არ აგაცეკვოს! სიმღერასაც ნუ აყვები - უბრალოდ გაჩუმდი და მანქანა ატარე!
4. On Top Of The World — Imagine Dragons
Imagine Dragons-ს ჩვენი აყოლიება არასდროს უჭირს, მაგრამ On Top Of The World თავს დიდი და დაუვიწყარი თავგადასავლის მონაწილედ გაგრძნობინებს. იმედია, საჭესთან არ აცეკვდები!
5. Golden — ჰარი სტაილსი
განთიადი, მზის ჩასვლა, ქვიშა, შუქებით განათებული ღამის ქალაქი — უამრავი რამ შეიძლება იყოს ოქროსფერი და ჰარი სტაილსის ეს სიმღერა მგზავრობასა და სახეზე ქარის მილამუნებას კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის!
6. Toxic — ბრიტნი სპირსი
ამ ცნობილ კლიპში ბრტინი სპირსი ხან თვითმფრინავშია, ხანაც — მოტოციკლეტზე. თუმცა, დაგვერწმუნე, ამ სიმღერის ჩართვისთანავე ცნობილი მომღერალი შენს მანქანაში აღმოჩნდება!
7. Bad Idea Right? — ოლივია როდრიგო
თუ მანქანაში იმისთვის ჯდები, რომ ყოფილს კიდევ ერთხელ მიაკითხო (რასაც არ გირჩევთ), ოლივია როდრიგოს ახალი ჰიტი აუცილებლად მოგეწონება. შესაძლოა ამ სიმღერამ ყოფილის მონახულება ვერ გადაგაფიქრებინოს, მაგრამ მგზავრობით მაინც ისიამოვნებ.
8. Cleopatra — The Lumineers
The Lumineers-ის Cleopatra-ს თუნდაც მხოლოდ იმისთვის უნდა მოუსმინო, რომ ამ ჰიტის შთაგონების წყაროდ ქართველი ქალი, ტაქსის თბილისელი მძღოლი, მანანა იქცა!
9. The Adults Are Talking — The Strokes
ეს ისეთი სიმღერაა, მზე, ცარიელი გზატკეცილი, ქარისგან აწეწილი თმა და მეგობრები რომ უხდება! დროა, დაივიწყო, უფროსები რას ლაპარაკობენ და ცხოვრებით ისიამოვნო!
10. Let It Happen — Tame Impala
ამ სიმღერას ღამის ქალაქი, მანათობელი შუქები, ფანჯრიდან გაყოფილი თავი და საღამოს გრილი ნიავი უხდება — როცა თითქმის სახლში ხარ, მაგრამ გზის გაგრძელება გინდა, რათა სიმღერით დატკბე!
იმისათვის, რომ საყვარელ მანქანაში საყვარელ სიმღერებს დაუსრულებლად უსმინო, შენი მანქანის კეთილდღეობა პროფესიონალებს უნდა მიანდო. ამაში ავტომომსახურების ქართული სერვისი ვუვლი დაგეხმარება, რომელიც საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ეს ციფრული პლატფორმა შენი მანქანის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში უყრის თავს და სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას გთავაზობს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები