ბესიკ ხარანაული

17 Aug. 2023, 11:21

ცოცხლების მიმართ

როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები
ფესვებს გაიდგამენ,
როცა ვარჯებს ამოიყრიან
და ჩაგვიხვევენ ქვესკნელში ტოტებით,
და, ჰაერი არ ჩაგვივა დახშულ ნესტოებში,
და ვერ გავინძრევით ბეწვისოდენადაც...
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
როცა დაგვეყრება ხევთა ხმა და გორთა ძახილი
და ყველაფრის დამნახავი ფრინველებიც მოფრინდებიან,
რომ ამოწმონ ჩვენი ბოროტება სამყაროს წინაშე,
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მანამდე კი, ვიცოცხლოთ ლაფში
სანამდისაც ყველა ბავშვი არ გაჭაღარდება,
ვჭამოთ ლაფი, ვისუნთქოთ ლაფი,
გავიხსენოთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მაშინღა ვიტყვით:
"ყველაფერი ნამდვილად იყო".

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტესტი: შეამოწმე, როგორ გახსოვს ქართული რეკლამები3368 ნახვა
  2. 3 მიზეზი, რატომ უნდა ნახონ მშობლებმა ახალი სერიალი Adolescence — ფსიქოლოგის აზრით2399 ნახვა
  3. Freedom ანუ მშვიდობა — ინტერნეტის რეაქცია მარიამ შენგელიას კომენტარზე2058 ნახვა
  4. ტესტი: შეგიძლია, ქვეყანა მხოლოდ რუკაზე მისი ფორმის მიხედვით გამოიცნო?1639 ნახვა
  5. ქვიზი: შეგიძლია, ამერიკის შტატების დედაქალაქები გაიხსენო? — ნაწილი 11214 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შარშან ადამიანს ღორის ღვიძლი გადაუნერგეს — როგორ ჩატარდა უპრეცედენტო ოპერაცია

შარშან, ისტორიაში პირველად, ღორის ღვიძლი ადამიანს გადაუნერგეს. ორგანო გენეტიკურად მოდიფიცირებულ ცხოველს ეკუთვნოდა.…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~