რა ხდება ჩვენს საპენსიო დანაზოგზე და რას ნიშნავს მაღალრისკიანი პორტფელი
რა არის საპენსიო დანაზოგი: 2019 წლიდან საქართველოში დაგროვებითი პენსიის სისტემა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეების ანგარიშზე მათი ხელფასის 6% ირიცხება — 2%-ს თავად დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, ხოლო დანარჩენ 2%-ს სახელმწიფო იხდის.
- სახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეს ხელფასის 2%-ს ურიცხავს იქამდე, ვიდრე დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა წლიურად 24 000 ლარს არ მიაღწევს;
- ამის შემდეგ, სახელმწიფო საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული შემოსავლის 1%-ს მანამ, სანამ დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა წლიურად 60 000 ლარს გადააჭარბებს;
- რის შემდეგაც სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანებს აღარ განახორციელებს.
- საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, განცხადების საფუძველზე, მოქალაქე დაიწყებს დაგროვილი საპენსიო თანხის ყოველთვიურ გატანას კონკრეტული ფორმულით.
რა შეიცვალა ახლა: თანხა, რომელიც საპენსიო ანგარიშზე გიგროვდებათ, თქვენთან დაბრუნებამდე ინვესტიციებს ხმარდება, რომლებიც მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებრისკიან პორტფელებადაა დაყოფილი.
- კანონის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ხორციელდებოდა — ეს წესი უკვე აღარ მოქმედებს და თუ თავად არ აირჩევთ რომელი პორტფელი გსურთ, სააგენტო თქვენი ფულის ბედს თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს.
- ასე შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი საპენსიო დანაზოგი მაღალრისკიან პორტფელში აღმოჩნდეს.
- my.pensions.ge-ზე თქვენს პირად გვერდზე უკვე სამივე პორტფელი ჩანს და თუ ელექტრონული ხელმოწერა გაქვთ, არჩევას ვებგვერდიდანვე შეძლებთ.
- ამის გარდა კიდევ 2 გზა არსებობს: უნდა მიხვიდეთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, ან საპენსიო სააგენტოს ოფისში (მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას #14).
ვადა 6 სექტემბერს იწურება — პორტფელის შესაცვლელად მხოლოდ 16 დღე გაქვთ დარჩენილი.
- სააგენტოში აცხადებენ, რომ თუ თავად არ აირჩევთ, ასაკის შესაბამისად ავტომატურად გადანაწილდებით სხვადასხვა პორტფელში. კერძოდ, გაწევრების მომენტისთვის:
- 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
- 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები — შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
- ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები — სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.
- საინვესტიციო პორტფელზე არჩევანის გაკეთება მხოლოდ 12 თვეში ერთხელ შეგიძლიათ.
რა განსხვავებაა პორტფელებს შორის: სააგენტოს განმარტებით, სტაბილური ანუ ნაკლებადრისკიანი პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება — ინვესტირება ძირითადად საპროცენტო ინსტრუმენტებში ხორციელდება, ხოლო გლობალური აქციების წილი 20%-ია.
- "სტაბილური პორტფელი მეტად შეეფერება ისეთ ადამიანს, ვინც ინვესტიციებში სიფრთხილეს ანიჭებს უპირატესობას და არ უყვარს რისკის აღება", — აცხადებს სააგენტო.
- საშუალორისკიანი პორტფელი ნაკლებადრისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელების ნაზავია — უწყებაში ამბობენ, რომ ეს პორტფელი შედარებით დაბალანსებულადაა ინვესტირებული საპროცენტო ინსტრუმენტებსა და გლობალურ აქციებში, რომლის წილი 35%-ია.
- რაც შეეხება მზარდ ანუ მაღალრისკიანი პორტფელს უმეტესად უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებშია ინვესტირებული და როგორც უწყებაში ამბობენ, გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელი ამონაგები მნიშვნელოვნად აღემატება დაბალრისკიანი პორტფელის ამონაგებს.
- კერძოდ, გლობალური აქციების წილი პორტფელის 55%-მდეა, ხოლო საპროცენტო ინსტრუმენტების წილი შედარებით დაბალია.
- "მზარდი პორტფელი მეტად შეეფერება ისეთ ადამიანს, ვისაც გააჩნია გრძელვადიანი საინვესტიციო პერიოდი, უყვარს რისკის აღება და ამის ხარჯზე, ხანგრძლივ ვადაში, სურს მაღალი მოგების მიღება", — წერს სააგენტო.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები