საფარი გოდოლაძის დისკრედიტაციის კამპანიას ეხმაურება — რა ხდება
რა მოხდა: 22 აგვისტოს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული.
- მედიასაშუალება წერდა, რომ კურიერმა ექსკლუზივი მოიპოვა.
- გამოქვეყნებულ მასალაში არ ჩანს არც ინფორმაციის წყარო და არც თავად გოდოლაძის პოზიცია.
მოგვიანებით, რუსთავი 2 სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა.
- გოდოლაძემ კურიერთან თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად იყო, დეტალურ ინფორმაციას კი ადვოკატებთან საუბრის შემდეგ გაასაჯაროებდა.
- "იყო ჩემზე ძალადობა და შეტრიალებული თემაა. როგორ გგონიათ, 17 წლის ბიჭს მე ვცემდი, თუ როგორ არის საქმე? თუ პირიქით არის და პროკურატურა პირიქით მედავება, რაც აბსოლუტურად ცხადია. როგორ ფიქრობთ, მე მოვერეოდი მამა-შვილს?" — ამბობდა ის.
საფარის განცხადებით, გოდოლაძის წინააღმდეგ აგორებული შავი კამპანია პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვისა და მისი გაჩუმების მცდელობაა.
- ორგანიზაციაში, რომელიც გოდოლაძის ინტერესებს წელიწადზე მეტია იცავს, ამბობენ, რომ ის თავად იყო პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და დაზარალებულის სტატუსი აქვს.
- "ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს", — წერს საფარი.
- მათივე ინფორმაციით, შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა.
- "ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საფარი მოუწოდებს საზოგადოებას, მედიასა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან.
- ამბობენ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ.
- "აგორებული შავი კამპანიის მიზანია, გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან".
კონტექსტი: სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას სხვადასხვა ტერიტორიის უკანონო თუ შეუსაბამო განაშენიანების გამო.
- 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში, მომხდარი სტიქიის შემდეგ გოდოლაძე აქტიურად საუბრობდა გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობასა და მონიტორინგის სისტემების არსებობის საჭიროებაზე.
- მალევე ქართულმა ოცნებამ მისი დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო.
- "საქართველოში გვყავს ერთი-ორი გეოლოგი, თუ ვინც არის პროფესიით, არ ვიცი, ვინც იმ დღეებში ტელევიზორში ჩანდა, განსაკუთრებით, ერთი ქალბატონი, გვყავს ერთი-ორი ასეთი ადამიანი, რომელიც კრიზისის დროს პანიკას ტეხს აბსოლუტური ტყუილით", — ამბობდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მასზე.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები