თეა გოდოლაძე

23 Aug. 2023, 11:17

ჩემთვის ეს არ არის ახალი. რით უნდა შემაშინოთ ახლა, რაც საკადრებელი იყო, იკადრეთ. მეტი, როგორც ქალს, რა უნდა გამიკეთოთ? ეს არის ქალის გაჩუმების ტაქტიკა და არ მეშინია ამ რაღაცების, ამით ვერ გამაჩუმებენ, არ ვარ მე სუსტი ქალი და ეს არ არის ის, რითაც მე გამაჩუმებთ. მე სხვა ქალების უფლებებსაც დავიცავ. მე თუ ვინმე მჩაგრავს, ჩემი ხასიათის პატრონს, უმწეო ქალებს რაღა მოსდით ამ ქვეყანაში?

გპირდებით, რომ მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქალის უფლებები დავიცვა ამ ქვეყანაში. ვიბრძოლებ, რომ ჩემი ხალხის უსაფრთხოება დავიცვა ამ ქვეყანაში, ვიბრძოლებ, რომ შოვისნაირ ტრაგედიას არ მოჰყვეს ადამიანების მსხვერპლი და ადამიანი იყოს დაცული აქ, ჩემი ერი, ჩემი ხალხი იყოს დაცული და ამ მართლა ვაი პარლამენტარების, ვაი კაცების კომენტარები მე ვერ შემაშინებს. კი, მე ვარ ძალადობის მსხვერპლი და გპირდებით, რომ ამ ძალადობის გამო, რაც მე გადავიტანე, იმ მძიმე ტრავმის გამო, რაც გადამატანინეთ, ყველაფრისთვის, ჩემი სიმართლის დამტკიცებისთვის კი არა, ყველა ქალის უფლების დაცვისთვის ვიბრძოლებ.

განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ფორმულას ეთერში.

22 აგვისტოს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული. მოგვიანებით, გოდოლაძემ და მისმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განმარტეს, რომ ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი და დაზარალებულის სტატუსი აქვს.

საფარში ამბობენ, რომ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის წინააღმდეგ აგორებული შავი კამპანია პროფესიონალი ქალის გაჩუმების მცდელობაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა3266 ნახვა
  2. "ოცნების" დეპუტატმა გრანტების კანონის მიღებამდე განაცხადა, რომ ლომჯარია და პატარაია გრანტებზე ნებართვას ვერ მიიღებენ3095 ნახვა
  3. კიმბერლი ლოუ წერს, რომ მსოფლიო მშვიდობის სამიტზე, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება, ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული2260 ნახვა
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა2149 ნახვა
  5. როგორი ამინდი იქნება 7 აპრილის ჩათვლით?1696 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლომჯარია: "გრანტების შესახებ" კანონით არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

8 აპრილს, საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე, უცხოური გრანტის…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~