ჩამოგდება თუ აფეთქება ბორტზე — პრიგოჟინის სიკვდილის საინტერესო ვერსიები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: 18 საათზე მეტი გავიდა, რაც ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფების, ვაგნერის, დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ავიკატასტროფაში მოკვდა.
- მისი კუთვნილი თვითმფრინავი 23 აგვისტოს, რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოაგდეს.
- დღეს დილით კი ყველა მგზავრის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა.
- დაღუპულებს შორისაა პრიგოჟინის მარჯვენა ხელი, ვაგნერის მეთაური, დიმიტრი უტკინიც, კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული კიდევ 5 პირი და ეკიპაჟის 3 წევრი.
- ამ დროისთვის გვამებს ექსპერტიზა უტარდება, ავიაკატასტროფის ადგილზე კი კრიმინალისტები მუშაობენ.
- Flightradar 24-ში, რომელიც ფრენებს აკვირდება, ამბობენ, რომ ავარიამდე თვითმფრინავი არ დაეშვა, არამედ სიმაღლის აკრეფა განაგრძო — "ანუ ის, რაც მოხდა, იყო სწრაფი და მოულოდნელი".
დეტალები: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ ჯერჯერობით ტერაქტის არავითარი ნიშნები არ არსებობს.
- საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყეს.
- თუმცა, სამართალდამცავ უწყებებში ამბობენ, გამოძიება განიხილავს მომხდარის ყველა ვერსიას: "პილოტის შეცდომის, ტექნიკური პრობლემებისა და გარე გავლენის ჩათვლით".
მომხდარის ძირითადი ვერსიები: ტვერის ოლქის მცხოვრებლების მიერ გადაღებულ ავიაკატასტროფის კადრებზე დაყრდნობით, მედუზა მომხდარის მიზეზებს განიხილავს.
- გამოცემა წერს, რომ ჩამოვარდნამდე თვითმფრინავის კონტროლი მთლიანად დაირღვა, ამავდროულად, ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთი ძრავა მაინც აგრძელებდა მუშაობას, თვითმფრინავის უკან კი კვამლი შეიმჩნეოდა.
- ამ დროისთვის ორი მთავარი კითხვა იკვეთება: თვითმფრინავი გარედან ჩამოაგდეს თუ ბომბი ბორტზე აფრენამდე აიტანეს.
- ანონიმური წყაროები საერთაშორისო მედიებთან ჰყვებიან, რომ დასავლეთი განიხილავს თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსიას რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემით.
- მედუზას ცნობით, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ღრუბელი, რომელიც საზენიტო რაკეტის კვალს ჰგავს.
- გამოცემა წერს, რომ ერთი და იგივე სამიზნეზე ორი საჰაერო თავდაცვის რაკეტის გაშვება სტანდარტული პრაქტიკაა, რაც სამიზნეზე დარტყმის ალბათობას ზრდის.
- ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ თვითმფრინავის ზოგიერთ ნამსხვრევზე ჩანს ხვრელების მსგავსი დარტყმის კვალი, მაგრამ სურათების ხარისხი დაბალია, ამიტომ დაზუსტებით მსჯელობა შეუძლებელია. თვითმფრინავიდან ცალკე ჩამოვარდნილ ნამსხვრევებზე კი ასეთი კვალი არ არის.
ასევე, არსებობს არგუმენტი შიდა აფეთქების სასარგებლოდ: თუკი Flightradar 24-ის ცნობით, თვითმფრინავი 28000 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავდა, მის ჩამოგდებას ასეთ მანძილზე საჰაერო თავდაცვის ბევრი სისტემა ვერ შეძლებდა.
- მინიმუმ, საჭირო იქნებოდა საშუალო დიაპაზონის კომპლექსი (მაგალითად, ბუკი), რომელიც უნდა განთავსდეს საჰაერო გზებთან ახლოს, რომლითაც თვითმფრინავი დაფრინავს.
- ასეთი კომპლექსების მძლავრი რაკეტები კი თვითმფრინავს ბევრად უფრო სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა, ვიდრე ეს ავიაკატასტროფის ამსახველ ვიდეოებში ჩანს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები