კალათბურთის წესები დამწყები მაყურებლებისთვის

ფოტო: ncaa.org
გეცოდინება, რომ კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო. თუ აქამდე სპორტის ამ სახეობას თვალს არ ადევნებდი, დასაწყებად იდეალური დროა, თანაც საქართველოს ნაკრები ამ დიდ ტურნირზე მონაწილეობას ისტორიაში პირველად იღებს. თუ წესები არ იცი და ეს ფაქტორი გაღელვებს, ნუ იდარდებ, ამ სტატიაში მოკლედ და მარტივად აგიხსნით იმ წესებს, რომლებიც კალათბურთის ყურებისას დაგჭირდება.
კალათბურთი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რომლის საწყისი წესებიც პროფესორმა ჯეიმს ნეისმიტმა მოიგონა. კალათბურთის გუნდში ჩვეულებრივ 5 მოთამაშეა და თითოეულ მათგანს განსაზღვრული პოზიცია აქვს: გამთამაშებელი, მსროლელი, ცენტრი, მსუბუქი და მძიმე ფორვარდი. იგებს ის გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგის კალათში ბურთის ჩაგდებით მეტ ქულას დააგროვებს.

ფოტო: youthhoops101.com
კალათბურთის ერთი მატჩი ოთხი ათწუთიანი (ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში — NBA-ში 12 წუთიანი) მეოთხედისგან შედგება. ამასთანავე მოქმედებს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი: თითოეულ გუნდს შესატევად აქვს 24 წამი, მეტოქის ნახევარზე ბურთის გადასატანად კი — 8 წამი.

ფოტო: clutchpoints.com
თუ მოთამაძე ბურთის სროლისას მოედანზე არსებულ კონკრეტული ნიშნულის შიგნით არის, გუნდი ორ ქულას დააგროვებს, ხოლო თუ აღნიშნული ნიშნულის მიღმაა — სამს.

ფოტო: nba.com
არ შეიძლება ბურთის ორი ხელით დაჭერა და ასეთ პოზიციაში ორ ნაბიჯზე მეტის გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიქსირდება გარბენი. მწვრთნელს, თამაშის მსვლელობისას, წუთშესვენების აღება და მოთამაშეებისთვის რჩევების მიცემა შეუძლია.

ფოტო: si.com
როდესაც მოწინააღმდეგე ბურთს ისვრის, ხოლო მეტოქე ამ დროს მას შეეხება (იქნება კონტაქტი), დაინიშნება ჯარიმა. მსროლელმა ორჯერ უნდა სტყორცნოს საჯარიმო სროლა. იმ შემთხვევაში კი, თუ წესები სამქულიანი ხაზის გარეთ დაირღვა, მსროლელს არა ორი, არამედ სამი სროლის უფლება აქვს. თითოეული საჯარიმო სროლა ერთი ქულის ტოლფასია.

ფოტო: nba.com
წესების დარღვევის შემთხვევაში მოთამაშე ჯარიმდება და პერსონალური შენიშვნას იღებს. 5 პერსონალურის (NBA-ში 6-ის) მიღების შემდეგ კალათბურთელი თამაშს ეთიშება. თითოეული ჯარიმა ასევე გუნდის საერთო ჯარიმებში გროვდება. თუ გუნდი მეოთხედში ჯამურად 4-ზე მეტ გუნდურ ჯარიმას მიიღებს, ყოველი მომდევნო დარღვეული წესის შემდეგ მეტოქე ორ საჯარიმო სროლას ასრულებს.

ფოტო: sportingnews.com
სხვადასხვა წესის უხეშად დარღვევის შემთხვევაში მოთამაშემ ტექნიკური ან არასპორტული ჯარიმა შეიძლება მიიღოს, რა დროსაც მეტოქე ერთ საჯარიმოს ისვრის. მატჩს სამი მსაჯი განსჯის, რომლებიც მოედანზე მუდმივად გადაადგილდებიან და მსვლელობას აკვირდებიან, რათა ნებისმიერი დარღვევა მაშინვე დააფიქსირონ, სწორედ ისინი „ასაჩუქრებენ“ მოთამაშეებს პერსონალური ჯარიმებით.

ფოტო: referee.com
იმედია ყველაფერი მარტივად ავხსენით. ახლა უკვე მზად ხარ ჩაუჯდე კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატს და უგულშემატკივრო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები