თუ დივიდენდის გადამხდელ კომპანიას ეძებ — ანალიტიკოსები ამ აქციებს გირჩევენ
საფონდო ბირჟის ექსპერტები ამბობენ, რომ ინვესტორები ბაზარზე არსებული რყევებისთვის მზად ყოველთვის უნდა იყვნენ. ამის გაკეთების ერთ-ერთი ხერხი დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნაა, რომელშიც სხვადასხვა რისკის დონის აქტივებს შეინახავ.
როდესაც დივერსიფიცირებულ და დაცულ პორტფელზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენოთ მაღალშემოსავლიანი დივიდენდის გადამხდელი აქციები, რომლებიც სტაბილურ შემოსავალს მაშინაც კი გვთავაზობენ, როდესაც ბაზარზე გაურკვევლობაა.
სტატიის მომდევნო ნაწილში გიყვებით ორი აქციის შესახებ, რომელთა დაინტერესებითაც ანალიტიკოსები გვირჩევენ, რადგან ისინი დივიდენდის მაღალ განაკვეთს იხდიან.
Kinetik Holdings (KNTK)
Kinetik ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სახის ენერგორესურსებს მოიპოვებს და გადაამუშავებს — როგორც წყალს, ისე ნავთობსა და გაზს. კომპანიის ქსელი 4 გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმულ მილსადენებს აერთიანებს.
უნდა ითქვას, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში ნავთობის ფასის კლებამ კომპანიის მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამ პერიოდში კომპანიის შემოსავალი პროგნოზირებულზე 28,06 მილიონით ნაკლები, 296,2 მილიონი დოლარი იყო, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 16,7%-ით ჩამორჩებოდა. რაც შეეხება კომპანიის მოგებას ერთ აქციაზე, მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 3 ცენტით გადააჭარბა პროგნოზირებულ რიცხვს და 0,41 დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის ივლისის თვეში კომპანიამ მეორე კვარტლისთვის დივიდენდები გასცა და ერთ აქციაზე 75 ცენტი გადაიხადა. თუ ამ მაჩვენებელს დავეყრდნობით, ერთი აქციის სანაცვლოდ ეს კომპანია საშუალოდ, წლიურად 3 დოლარამდე იხდის. შესაბამისად, არსებული მონაცემებით, კომპანიის დივიდენდის განაკვეთი 8,62%-ია.
Crown Castle (CCI)
Crown Castle უკაბელო საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი კომპანიაა. ის ფლობს, მართავს და იჯარით გასცემს ყველა იმ ინფრასტრუქტურას, რაც საკომუნიკაციო სერვისებისთვის არის საჭირო.
CCI უკაბელო ოპერატორებს, საწარმოებს, კურორტებს, სასტუმროებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკაბელო ფართოზოლოვანი სერვისის პროვაიდერებს, სამთავრობო სტრუქტურებს, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელ კომპანიებსა და საბითუმო მოვაჭრეებს ემსახურება. მარტივად რომ ვთქვათ, ის უზარმაზარ სივრცეს ფარავს და ძირითადად, აშშ-ში ოპერირებს.
კომპანიის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში მისმა შემოსავალმა 1,87 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ნავარაუდევ მაჩვენებელს 10 მილიონით აღემატებოდა. ეს რიცხვი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,1%-ით არის გაზრდილი. როგორც ირკვევა, კომპანიის ძირითადი შემოსავალი (1,73 მილიარდი დოლარი) საიტების გაქირავებიდან მიღებული თანხებია.
დივიდენდის მაძიებელმა ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ კომპანიამ ივლისში თქვა, რომ ერთ აქციაზე 1,565 დოლარს გადაიხდის. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, კომპანიის წლიური დივიდენდი, საშუალოდ, 6,26 დოლარია. შესაბამისად, დივიდენდის წლიური განაკვეთი 6%-ს აღწევს.
გახსოვდეს, როგორც წესი, დივიდენდებს იხდიან ის კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში ოპერირებენ და არა ისეთები, რომლებსაც საქმიანობა ახალი დაწყებული აქვთ. ამ საქმეში გამოცდილი ექსპერტები ინვესტირების დაწყებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებისა და კომპანიების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოძიების რეკომენდაციას გასცემენ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები