Dow Jones-ის საუკეთესო აქციები, რომლებსაც უნდა დააკვირდე
ინვესტორები ბაზარზე არსებულ სიტუაციას სხვადასხვა ინდიკატორის საშუალებით აკვირდებიან. მათ შორის, ისინი დაგეგმილ რიცხვებსაც უყურებენ. თუმცა, როდესაც ბაზარზე რყევებია, ყველაზე მეტად სარწმუნო მაჩვენებელს უკვე არსებული შედეგები წარმოადგენენ. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ექსპერტები Dow Jones-ის იმ აქციებზე საუბრობენ, რომლებსაც მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ.
მათი თქმით, ბოლო პერიოდზე დაკვირვებით, ეგრეთ წოდებული ლურჯი ჩიპის აქციების საუკეთესო სამეული ასეთია: Salesforce (CRM), Apple (AAPL) და Microsoft (MSFT). ეს ის კომპანიებია, რომელთა აქციების ფასიც მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით ყველაზე მეტად არის გაზრდილი.
Salesforce (CRM)
იმ კომპანიებს შორის, რომლებიც წლის დასაწყისთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდნენ, Salesforce მოწინავეა. კომპანიის აქციების ღირებულება 2023 წლის დასაწყისის შემდეგ 62,18%-ით არის გაზრდილი.
ამჟამად მის ერთ აქციას 215,04 დოლარად შეიძენთ. ბოლო 52 კვირის განმავლობაში ამ კომპანიის აქციების ფასის მაქსიმალური ღირებულება 238,22 დოლარი, ხოლო მინიმალური 126,34 დოლარი იყო. კომპანიამ აქციებით ვაჭრობა 2004 წელს დაიწყო, ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 209 მილიარდი დოლარია.
Apple (AAPL)
Apple მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2,9 ტრილიონი დოლარია. წლის დასაწყისთან მონაცემებით, მისი ერთი აქციის ღირებულება 44,42%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქცია 187,65 დოლარად ივაჭრება.
ბოლო 52 კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულების მაქსიმალური მაჩვენებელი 198,23, ხოლო მინიმალური 124,17 დოლარი იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო 4 კვირის განმავლობაში Apple-ის აქციების ფასი 5,55%-ით არის გაზრდილი.
Microsoft (MSFT)
მიუხედავად იმისა, რომ Microsoft უზარმაზარი კომპანიაა, მისი აქციების ღირებულება მაინც თვალშისაცემად არის გაზრდილი. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, კომპანიის ერთი აქცია 37,1%-ით გაძვირდა და ამჟამად 328,79 დოლარად ივაჭრება.
ბოლო 52 კვირის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ფასის მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 366,78 დოლარს, ხოლო მინიმალურმა 213,43 დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 კვირის განმავლობაში ტექ-გიგანტის აქციების ღირებულება 2,42%-ით არის გაზრილი.
გახსოვდეს, ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია და ბაზარზე სიტუაცია სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. როგორც ინვესტორები ამბობენ, ამ საქმეში მართებული გადაწყვეტილებების მისაღებად მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიღებაა საჭირო.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
კომენტარები