არტე დეველოპმენტი ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს — პროექტი საქართველოს ბანკთან ერთად ხორციელდება
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია არტე დეველოპმენტი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება $5,2 მილიონს შეადგენს, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი $2.5 მილიონია. მიმდინარე პროექტი მოიცავს 2,245 მ2-ზე 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, 1,300 მ2-ზე გამწვანებული ეზოს, კომერციულ ფართებს და საპარკინგე სივრცეს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული 190-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში, ნოზაძის ქუჩაზე. კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს.
"არტე დეველოპმენტმა თავიდანვე მიზნად დაისახა ხარისხიანი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტების მშენებლობა. დაარსების დღიდან ვპარტნიორობთ საქართველოს ბანკთან, რის შედეგადაც წარმატებით დავასრულეთ 190 ბინიანი კორპუსის მშენებლობა ნოზაძის ქუჩაზე, მიმდინარე პროექტი კი ახმეტელის მეტროსთან 174 ბინიან მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პარტნიორობის მეშვეობით, იზრდება ჩვენი როგორც დეველოპერის სანდოობა ბაზარზე და კომპანიის მიზნებიც უფრო ამბიციური ხდება. ამჟამად, 16 000 კვ.მ მიწაზე 860 ბინიანი კომპლექსის პროექტირების ეტაპზე ვართ, სადაც 13000 კვ.მ მეტ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე, სკვერი და სტადიონები მოეწყობა", — განაცხადა გოდერძი სეფიაშვილმა, არტე დეველოპმენტის დირექტორმა
"საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღსანიშნავია, რომ არტე დეველოპმენტთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. ამჯერად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია", — განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები