NGO-ები კელი დეგნანის მიმართ სამადლობელ წერილს აქვეყნებენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
არასამთავრობო ორგანიზაციები კელი დეგნანს მადლობას უხდიან აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის NGO-ების მიმართ გამოხატავდა.
- "თქვენი ელჩობა საქართველოში ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს დაემთხვა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენს მადლიერებას იმსახურებს და საქართველოსთან მეგობრობისა და ნამდვილი სტრატეგიულ პარტნიორობის მაგალითს წარმოადგენს".
- მათი განცხადებით, დეგნანის მტკიცე პოზიცია ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებაზე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის დასრულებასა და სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მის ურყევ ერთგულებას ადასტურებს.
- თქვენი გზავნილი ჩვენი თანამემამულეებისადმი, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, პირდაპირ ეხმიანება ჩვენს დემოკრატიულ მისწრაფებებს, რასაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ იცავს".
- ასევე, აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული შეურაცხყოფისა და კრიტიკის მიუხედავად, ელჩის მოთმინებით სავსე პასუხები ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს მრავალწიან პარტნიორობას.
- "ქალბატონო ელჩო, საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის მისწრაფებებისადმი ღრმა პატივისცემა, ისევე, როგორც თქვენი გულმოდგინე სამსახური, მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის, მისი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ერთგულება, ფასდაუდებელი იყო. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ელჩობის პერიოდში შექმნილი კავშირები გაგრძელდება და გაღრმავდება".
- ხელს აწერს Europe-Georgia Institute (EGI), Democracy Index — Georgia (DIG), Human Rights Center (HRC) და სხვები.
- მათი სრული სია შეგიძლიათ, იხილოთ აქ.
დეტალები: ორგანიზაციების ამ განცხადებას წინ უსწრებდა კელი დეგნანის გამოსამშვიდოებელი წერილი და ქართველი ხალხის მიმართ მადლობა.
- ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რაც საქართველოში მუშაობისას დააგროვა და წერდა, რომ აღტაცებულია იმ ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო გააკეთა.
- "ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში".
რატომ არის მნიშვნელოვანი: კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი 2020 წლიდან იყო.
- ამ პერიოდში ის არაერთხელ გახდა მმართველი გუნდის მიერ კრიტიკის, თავდასხმის, შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის სამიზნე.
- 2023 წლის 28 ივლისს სენატმა საქართველო აშშ-ის ელჩად რობინ დანიგანი დაამტკიცა.
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
კომენტარები