ყველაფერი, რაც უნდა იცოდე თუ კრიპტოში იღებ ხელფასს
თანამედროვე სამყაროში კრიპტოვალუტები და კრიპტო აქტივები, სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. მათი რეალური ღირებულება უამრავი ადამიანისათვის ციფრულ ეპოქაში სრულიად ცვლის ფინანსური ცხოვრების წესს და ეს სიახლე განსაკუთრებით სახელფასო მიმართულებით ჩანს. კრიპტოვალუტებში სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს ანაზღაურებას. კრიპტო მომხმარებელთა რაოდენობამ კი უკვე 1 მილიარდს გადააჭარბა, რაც ნიშნავს იმას რომ ამდენი ადამიანი ფლობს რომელიმე კრიპტო აქტივს, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა. ასეთი ადამიანების რიცხვი კი, ყოველწლიურად იზრდება. ჯერ კიდევ 2018 წლიდან დღემდე, 2023 წლამდე 60%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ციფრულ აქტივებს ფლობენ.
ხელფასის კრიპტოვალუტაში აღებას უკვე არაერთი პროფესიის ადამიანი ანიჭებს უპირატესობას, მათ შორის, IT პროფესიონალები, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, სპორტსმენები და პოლიტიკოსებიც კი. სტატიიდან მეტს გაიგებთ კრიპტოს, როგორც ხელფასის მზარდ ტენდენციაზე და რატომ არის ის უკეთესი არჩევანი ფრილანსერებისთვის, პროგრამისტებისა და ზოგადად იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა სურს. ასევე, წაიკითხავთ, რა პლუსებს გთავაზობთ და როგორ გეხმარებათ კრიპტალი, რომ თქვენ კრიპტო ანაზღაურება მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე მიიღოთ საკუთარ ანგარიშზე.
რატომ არის კრიპტოვალუტა საუკეთესო სახელფასო გადაწყვეტილება?
2008 წელს ბიტკოინის შექმნის თავდაპირველი არსი მომხმარებლებისათვის მსოფლიოს გარშემო რეალური ფინანსური თავისუფლების მინიჭება იყო, სადაც შენ შუამავლების გარეშე შეგეძლო შენი აქტივები გემართა ანონიმურად, სწრაფად და უსაფრთხოდ. ამავე დროს შენი ყოველი ტრანზაქცია რაც შეიძლება ნაკლებ საკომისიოებს უნდა შეიცავდეს. სწორედ ამ ყველა თვისების გამო, კრიპტოვალუტებში აღებული ანაზღაურება შეიძლება შენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს. რა კონკრეტული უპირატესობები აქვს კრიპტო ხელფასს?
1. საერთაშორისო ტრანზაქციები:
ვინაიდან კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში არ არსებობს ერთი ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო, მომხმარებლებს ბევრად მეტი თავისუფლება აქვთ მართონ თავიანთი აქტივები დაუბრკოლებლად. შესაბამისად საერთაშორისო გადარიცხვები თითქმის სრულად თავისუფალია მოსაკრებლისა და დროითი შეფერხებისაგან. ტრანზაქცია, რომელიც მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში მიემართება, რამდენიმე წამში აისახება შენს ანგარიშზე ისე, რომ ვერავინ შეძლებს მის გაკონტროლებას.
2. მომენტალური ასახვა:
ტრადიციული ფიატ ვალუტების ტრანზაქციებისაგან განსხვავებით, რომლებსაც საათები სჭირდება შუამავალი ბანკების გამო, კრიპტო გადარიცხვები მომენტალურად ისახება. ცენტრალური მარეგულირებელი ორგანოს არ არსებობის გამო, კრიპტო ტრანზაქციები ერთი მისამართიდან შენს საფულეში მომენტალურად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხება და შენ არ გიწევს ლოდინი.
3. ანონიმურობა:
კრიპტოვალუტების ერთ-ერთ მთავარი ღირსება მისი ანონიმურობაა. გამგზავნისა და მიმღების იდენტობა აბსოლუტურად უცნობია ყველასათვის, მათ შორის ტრანზაქციაში ჩართული ორივე მხარისათვის, რაც შენს აქტივებს ცენტრალიზებული კონტროლისაგან სრულად ათავისუფლებს და შენ რეალურად გაქვს ფინანსური თავისუფლება.
4. ინფლაციისგან დაცულობა:
კრიპტოში დარიცხული ხელფასი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით ინფლაციურ ეკონომიკასა და რეგიონში ცხოვრობენ. მაგალითად თურქეთი, სადაც გასულ წელს ინფლაციის ნიშნული 50%-იან ზღვარს ასცდა, კრიპტო კარგ "თავშესაფრად" ითვლება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვალუტები ღიად არიან ინფლაციური რისკების წინაშე და კარგავენ თავიანთ მსყიდველუნარიანობას, შენი კრიპტოში დარიცხული ხელფასი იმავე რჩება და მას არაფერი ემუქრება.
დამატებით, შენ შეგიძლია შენი ხელფასი სტაბილურ კრიპტოვალუტაში მოითხოვო, რომლის ფასიც მუდმივად გამყარებულია სხვადასხვა ფიატ ვალუტებით, იქნება ეს ა.შ.შ დოლარი, ევრო თუ სხვა. სწორედ ისე, როგორც ტრადიციული ვალუტების შემთხვევაში ოქრო. სტაბილური ვალუტები კი, მუდმივად ინარჩუნებენ ერთ ფასს. მაგალითად, USDT მუდმივად 1$ ტოლია.
5. საინვესტიციო პოტენციალი:
კრიპტოვალუტები, გარდა სახელფასო ალტერნატივისა, გამოირჩევიან საინვესტიციო პოტენციალით. მაგალითად, თუ შენ ხელფასი კრიპტოში გაქვს, შესაძლოა რომ დროის მცირე მონაკვეთში შენი აქტივების ფასი გაიზარდოს და თუ პირობითად შენს საფულეში ჩარიცხული 1 ბიტკოინი მანამდე $20 ათასის ტოლი იყო, სრულიად შესაძლებელია რომ იმავე რაოდენობის ბიტკოინი სულაც $30 ათასის ეკვივალენტი გახდეს.
6. საგადასახადო მოქნილობა:
ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფო ბეგრავს, კრიპტოვალუტები მრავალ იურისდიქციაში თავისუფლდება გადასახადებისგან. შენს გამომუშავებულ თანხას სრულად იღებ შენ და საკუთარ აქტივებზე ფლობ რეალურ ფინანსურ თავისუფლებას.
რა გამოწვევები ახლავს თან კრიპტო ხელფასს?
მაშინ, როდესაც კრიპტოში დარიცხული ხელფასი უამრავ ბენეფიტს გვთავაზობს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ისევე როგორც ყველა ფინანსურ ტრანზაქციას, იქნება ის ტრადიციულ ვალუტაში თუ არა, თავისი რისკები ახლავს თან.
კრიპტოვალუტები გამოირჩევიან ვოლატილური ხასიათით. ზოგიერთი ქოინი თუ ტოკენი, განსაკუთრებით მიდრეკილია ფასის დაკარგვისაკენ. თუ რომელიმე აქტივს დროის მოკლე პერიოდში შეუძლია საკუთარი ღირებულების გაზრდა, ასევე შესაძლებელია, რომ კრიპტოს ფასი დაეცეს. თუმცა, ვოლატილურობისგან თავის დაცვა სტაბილური ქოინების დახმარებით შეიძლება. მათ ღირებულებას რომელიმე ფიატ ვალუტა უმაგრებს ზურგს, მაგალითად ა.შ.შ დოლარი და ფასიც მუდმივად სტაბილურ ნიშნულზეა. მაგალითად, USDT-ის ფასი მუდმივად $1 ტოლია.
გარდა ამისა, უამრავი ადამიანი, რომელსაც ხელფასი კრიპტოში აქვს აწყდება განაღდების პრობლემას. ხშირად, ისინი თავიანთი კრიპტო აქტივების ფიატ ვალუტაში გადასაცვლელად P2P სერვისს იყენებენ, ანუ მიდიან ადამიანთან, რომელსაც ნაღდი ფულის გარკვეული მარაგი აქვს და მას თავიანთ ციფრულ აქტივებს შესაბამისი რაოდენობის თანხაში უცვლიან. თუმცა, ხშირად ნაღდი ფულის მარაგი ამოწურულია და ადამიანები, რომლებიც ანაზღაურებას კრიპტოვალუტაში იღებენ, ვეღარ ცვლიან და ანაღდებენ თავიანთ აქტივებს.
უამრავი ადამიანის გონებაში კრიპტოვალუტები რთულ და ჩახლართულ პროცესთან არის დაკავშირებული, თუმცა რეალურად თანამედროვე კრიპტო ინფრასტრუქტურა ბევრად განვითარებულია ვიდრე ნებისმიერი საბანკო სერვისი. შესაბამისად კრიპტოს გადარიცხვა შენახვა და ყიდვა ბევრად უფრო მარტივი და კომფორტული პროცესია.
რას გთავაზობს Cryptal?
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთ ანგარიშზე მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღონ და შეინახოს სხვადასხვა პოპულარული და მოთხოვნადი კირპტოვალუტა, იქნება ეს ბიტკოინი, USDT, ლაითქოინი თუ სხვა.
კონკრეტულად რა უპირატესობებს გთავაზობს კრიპტალი?
კრიპტოს ნებისმიერ დროს გაანაღდებ: პლატფორმაზე შექმნილი ჯანსაღი კრიპტო ეკოსისტემიდან გამომდინარე, რომელიც ბირჟისა და კონვერტაციის ფუნქციონალით მიიღწევა, მუდმივად შეგიძლია შენი კრიპტო აქტივები დაუბრკოლებლად გადაცვალო ფიატ აქტივებში - ა.შ.შ დოლარი, ლარი და ევრო.
ტრანზაქციების 24/7-ზე განახორციელებ: თუკი საერთაშორისო ჩარიცხვებისას ბანკები ხშირად დამაბრკოლებელი ეტაპია, კრიპტალზე ტრანზაქციების განხორციელება კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელი მონაკვეთიდან გირიცხავენ აქტივებს, ის შენს საფულეში დაუბრკოლებლად აღმოჩნდება.
ისარგებლებ მხარდაჭერის გუნდის სერვისით: თუ ოდესმე პლატფორმის ფუნქციონალთან დაკავშირებით დახმარება დაგჭირდა, მნიშვნელოვანია რომ ოფიციალური პირებისაგან კომპეტენტური პასუხი მიიღო, თანაც სწრაფად. კრიპტალის დახმარების გუნდი მუდმივად მზად არის, რომ შენს კითხვებს უპასუხოს და ნებისმიერ ასპექტში გაგიწიოს დახმარება.
მომენტალურად და მარტივად დააკონვერტირებ აქტივებს: თუკი ქოინებისა და ტოკენების მომენტალურად გადაცვლა გინდა, კონვერტაციის ფუნქციონალი შენთვის არის. აქ ფიქსირებულ ფასად გადაცვლი ბიტკოინს, ლაითქოინს, USDT-ის სხვადასხვა ფიატ ვალუტაში, ტრანზაქციას კი რამდენიმე წამი ჭირდება.
გაანაღდებ ყველაზე დაბალი საკომისიოებით: გარდა მაღალი ლიკვიდურობისა, რაც შენ შენი აქტივების სწრაფად განაღდების შესაძლებლობას გაძლევს, მნიშვნელოვანი ფაქტორია საკომისიოებიც.
კრიპტალზე ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი საკომისიოები მოქმედებს. თუკი მომხმარებელს სურს, რომ საკუთარი კრიპტო აქტივები ფიატ ვალუტაში დააკონვერტიროს, შემდგომ კი გაიტანოს, ამისათვის კრიპტალის დახმარებით სამი გზა არსებობს — ბარათზე გატანა, საბანკო გადარიცხვის გამოყენება და კრიპტომატის ATM-ის დახმარება.
განაღდების საკომისიო კი, დოლარის შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს.
კრიპტოვალუტები გადასახადებისგან თავისუფალია?
"კრიპტოვალუტების სამართალი, და განსაკუთრებით კრიპტო-აქტივების დაბეგვრის საკითხები ძალიან ახალი და ბუნდოვანებით სავსე სფეროა. მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის ქართული საგადასახადო რეჟიმი კრიპტო-აქტივებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ათავისუფლებს ზოგიერთი სახის გადასახადებისგან, მათგან ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი დამატებითი ღირებულების გადასახადია.
საქართველოში მოქმედი რეგულაციის თანახმად, ფიზიკური პირები, ზოგიერთ შემთხვევაში თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებულია კრიპტო-აქტივების მიწოდებით, თუმცა ეს გათავისუფლება შეიძლება არ შეეხოს შემოსავალს, რომელიც მიღებულია ხელფასის სახით", — აღნიშნავს ვახტანგ ჩხენკელი, კრიპტო სამართლის ექსპერტი და Cryptoethica-ს დამფუძნებელი.
კრიპტო ხელფასი და კრიპტალი — ანონიმური, დაუბეგრავი და კომფორტული გარემო
კრიპტოში დარიცხული ხელფასი სცდება ჩვეულებრივი ფინანსური ტრანზაქციის ხასიათს და ის ახლებური, ანონიმური და დაცული სამყაროს განუყოფელი ნაწილი ხდება. უფრო მეტი ადამიანი იღებს ანაზღაურებას კრიპტოვალუტების გამოყენებით, დამსაქმებლებისათვის კი კრიპტოში გაცემული ხელფასები მოსახერხებელია, რადგან მათ არ უწევთ შუამავლებთან და საბანკო ბიუროკრატიასთან გამკლავება.
კრიპტალის ამ მიზნით გამოყენებისას კი, შენ იღებ ანონიმურობას, შენი აქტივების მომენტალურ ასახვას, უსაფრთხოებასა და კრიპტოვალუტების დიდ არჩევანს. დამატებით, პლატფორმიდან თანხის გასანაღდებლად კარგი გზები არსებობს და რაც მთავარია, მინიმალური საკომისიოები მოქმედებს.
ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ ფრილანსერი ხარ, IT ინდუსტრიაში მუშაობ თუ უბრალოდ ანაზღაურება კრიპტოში გაქვს, კრიპტალი შესაძლოა კარგი არჩევანი იყოს შენთვის.
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
კომენტარები