თუ საზღვარგარეთ გასცემ ხელფასს — რა უპირატესობები აქვს კრიპტოვალუტას
თანამედროვე მსოფლიოს გაციფრულებამ და ბაზრის გლობალიზაციამ შეამცირა ის ბარიერები, რომლითაც კომპანიები მხოლოდ ლოკალურად ეძებდნენ თანამშრომლებს. დისტანციურმა სამუშაო გრაფიკმა, Freelance პლატფორმების პოპულარობამ და სამყაროს კიდევ უფრო მეტად ციფრულ ერაში გადასვლამ სამუშაო საზღვრები სრულიად გააქრო და ადამიანები სხვადასხვა ლოკაციებიდან და ქვეყნებიდან მუშაობენ მსოფლიოს მეორე წერტილში.
ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე იმატა საზღვარგარეთ გაცემულმა ხელფასმა და შესაბამისად საერთაშორისო გადარიცხვებმა, ეს პროცედურები კი, ბევრი კომპანიისთვის თავსატეხია.
ამ სტატიაში მეტს გაიგებ ყველაფერზე, რაც უნდა გაითვალისწინო თუ საზღვარგარეთ გასცემ ხელფასს და ასევე, რატომ შეიძლება კრიპტოვალუტები შენთვის კარგი გამოსავალი იყოს, რომ ზედმეტი თავსატეხი აირიდო.
რა პრობლემებს უკავშირდება საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციები?
ბიუროკრატიული, ტექნიკური თუ სხვა მიზეზების გამო კომპანიისათვის თანამშრომლების ანაზღაურება შესაძლებელია ბევრ თავსატეხს უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით თუ საერთაშორისო ფულად ტრანზაქციებზე ვსაუბრობთ.
ბაზარზე არსებულ სიტუაციასა და თანამედროვე საფინანსო სისტემაზე დაკვირვება შემდეგ პრობლემებს ცხადყოფს:
ტრანზაქციები ძვირია: თუ საერთაშორისო ტრანზაქციებთან ერთხელ მაინც გქონია შეხება, იცი რომ ისინი ძირითადად PayPal-ის ან Swift-ის მეშვეობით ხორციელდება, რაც ყველაზე კომფორტული პროცესი ნამდვილად არ არის, ამასთან კი სიძვირითაც გამოირჩევა.
საერთაშორისო საბანკო ქსელით სარგებლობისას, როგორც წესი, მინიმალური გადასახადი $35-ია, ხოლო საშუალოდ საკომისიო 3%-დან 5%-მდე შეადგენს, რაც რეგულარული საერთაშორისო ტრანზაქციებისა და გაცემული ხელფასების შემთხვევაში შესაძლოა დიდ თანხებთან ასოცირდებოდეს.
ტრანზაქციებს დიდი დრო სჭირდება: მიუხედავად ბევრი ტექნოლოგიური გარღვევისა, როგორც საფინანსო, ისე სხვა სფეროში, საერთაშორისო ტრანზაქციები ყველაზე კომფორტული და მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. დღევანდელ პირობებშიც კი, საერთაშორისო გადარიცხვები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და შესაძლოა რომ შენი გადარიცხული ხელფასი ან სულაც ერთჯერადი გადახდა დროში რამოდენიმე დღეზე გაიწელოს. როდესაც ბიზნეს საქმიანობაზე ვსაუბრობთ, დრო ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხშირად რამოდენიმე დღე დასაკარგად ნამდვილად არ გვაქვს. გაითვალისწინე, საერთაშორისო ტრანზაქციის ტრადიციული საბანკო სისტემებით განხორციელებას საშუალოდ ერთიდან ხუთ სამუშაო დღემდე სჭირდება.
დამატებით დანახარჯი და ტექნიკური სირთულე: ვინაიდან საერთაშორისო ტრანზაქციები კვლავაც თანამედროვე საფინანსო სისტემის აქილევსის ქუსლად რჩება, ამგვარი პროცედურების განხორციელება ხშირად დისტანციურად ვერ ხორციელდება და დამსაქმებელს სჭირდება რომ ფიზიკურად მივიდეს ბანკში, რაც დამატებითი დანახარჯია, როგორც დროის, ისე ენერგიის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, თუ გადარიცხვებს სისტემატიური ხასიათი აქვს.
რა ალტერნატივას გვთავაზობს კრიპტოვალუტა?
კრიპტოვალუტები უკვე მრავალი წელია ჩვენი ფინანსური ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. 2018 წლიდან დღემდე 60%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კრიპტოვალუტებს ფლობენ.
კრიპტოვალუტების მრავალპროფილურობა კი, საერთაშორისო გადარიცხვებისა და გაცემული ხელფასების სახით, კარგ ალტერნატივას გვთავაზობენ ტრადიციულ ვალუტებთან და საფინანსო სისტემასთან შედარებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პრაქტიკა უკვე მრავალი წელია საკმაოდ აპრობირებულია და უამრავი ადამიანი, იქნება ის ფრილანსერი, IT სფეროში დასაქმებული თუ უბრალოდ დისტანციურად მომუშავე, ანაზღაურებას კრიპტოვალუტებში იღებს.
კონკრეტულად რა უპირატესობები ახლავს თან კრიპტოს გამოყენებას საერთაშორისო ტრანზაქციებისას, როგორც დამსაქმებლისათვის, ისე დასაქმებულისათვის?
დაბალი საკომისიოები: საიდუმლო არ არის, რომ კრიპტოვალუტები ტრადიციულ FIAT ვალუტებთან შედარებით ბევრად იაფი ალტერნატივაა. კრიპტო ტრანზაქციებს კი გაცილებით დაბალი საკომისიოები აქვთ.
მაგალითად, თუკი კრიპტალის გამოყენებით შენს დასაქმებულ თანამშრომელს გადაუხდი ხელფასს და მის ანგარიშზე გადარიცხავ Bitcoin-ს, საკომისიო სულ რაღაც 0.00005 BTC შეადგენს, რაც დაახლოებით 3 ლარის ექვივალენტია.
გასათვალისწინებელია, რომ ბიტკოინის ტრანზაქციებს სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით ყველაზე მაღალი საკომისიო აქვს, რისი მიზეზიც ქსელის სპეციფიკა და მაღალი მოთხოვნადობაა. სტაბილური კოინების ტრანზაქციის საკომისიო კი, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით მცირეა და სულ რამდენიმე ცენტს შეადგენს.
თანხის მომენტალური ასახვა: კრიპტოვალუტების მრავალი ღირსებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ტრანზაქციების სისწრაფეა. არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში რიცხავ კრიპტოს, რამდენი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა უწევს თუ სხვა რამ. კრიპტოვალუტებში არ არსებობს დასვენების დღეები, დღესასწაულები და დღე-ღამის მონაკვეთი, შენი გაგზავნილი კრიპტო სხვის ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
მათ შორის კრიპტო ტრანზაქციებს შაბათ-კვირასაც უპრობლემოდ შეძლებ.
ტრანზაქციების სიმარტივე: ტრადიციული საფინანსო სექტორისგან განსხავავებით, სადაც გჭირდება ადგილზე ბანკში მისვლა და აწყდები უამრავ ბიუროკრატიულ საკითხს, კრიპტოვალუტები ტრანზაქციებისას სიმარტივითა და კომფორტულობითაც გამოირჩევიან.
შენ ოფისიდან ან სულაც სახლიდან გაუსვლელად, სულ რამოდენიმე კლიკით რიცხავ კრიპტო აქტივებს ერთი ციფრული საფულიდან მეორე ციფრულ საფულეში.
ამ უპირატესობების გათვალისწინებით, კრიპტოვალუტები გაცილებით ამარტივებენ ჩვენს ყოველდღიურობას, ბიზნეს საქმიანობას და პროცესს კომფორტულს ხდიან, როგორც დასაქმებულთათვის, ასევე შენთვის, თუ საზღვარგარეთ გასცემ ხელფასს.
რა გამოწვევები არსებობს ბაზარზე?
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს და ყოველდღიურად მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება კრიპტო რევოლუციაში, სფერო ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ინდუსტრიის ირგვლივ არასწორი შეხედულებებია ჩამოყალიბებული.
დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ კრიპტო ანგარიშსწორება და ხელფასის ციფრულ აქტივებში გაცემა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. თუმცა, კრიპტო ინფრასტრუქტურა უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებულია და ქართული კრიპტო პლატფორმები იძლევიან სიმარტივის, სისწრაფისა და უსაფრთხო ტრანზაქციების შესაძლებლობებს.
მაგალითად: თუ თქვენ ხართ დამსაქმებელი და გიწევთ დიზაინერის, ან პირობითად პროგრამისტის დაქირავება, რომელსაც ყოველთვიურად $1000 უნდა გადაურიცხოთ, ტრადიციული საფინანსო გზების გამოყენებით უნდა გაიაროთ შემდეგი პროცედურები:
- ფიზიკურად მიხვიდეთ ბანკში;
- შეავსოთ გადარიცხვის ფორმა (რათა დაფიქსირდეს გადარიცხვის მოთხოვნა და ტრანზაქციისას რაიმე შცდომას არ ჰქონდეს ადგილი);
- გადაიხადოთ საკომისიო $35-ის ოდენობით;
- დაელოდოთ, როდის აისახება თქვენს მიერ გადარიცხული აქტივები ადრესატის ანგარიშზე;
- ამრიგად, საკომისიოებში უკვე 3.5% გადაიხადეთ, რომ არაფერი ვთქვათ დამატებით დახარჯულ დროსა და ენერგიაზე.
როგორ მუშაობს პროცესი კრიპტოს შემთხვევაში? კრიპტალზე ხსნით ანგარიშს, რომელიც რამოდენიმე მარტივი ნაბიჯისგან შედგება და რამოდენიმე წუთი სჭირდება, საკუთარ ანგარიშზე თიბისის ან საქართველოს ბანკის შიდა გადარიცხვებით ან ვიზა/მასტერქარდის ბარათების დახმარებით ადეპოზიტებთ თანხას, რომლის საკომისიოც 0%-ს შეადგენს. შემდეგ, გადაცვლით თქვენს მიერ დადეპოზიტებულ USD-ის სტაბილურ ქოინ USDT-ში, რომლის ფასიც მუდმივად $1 ტოლია და აგზავნით ადრესატთან. შედეგად, არ ტოვებთ სამუშაო ადგილს, ტრანზაქციას ახორციელებთ სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ადრესატი საკუთარ აქტივებს იღებს სწრაფად და ტრანზაქცია სულ რაღაც $1 გიჯდებათ.
რა გადაწყვეტა აქვს კრიპტალს?
კრიპტალი ამარტივებს საერთაშორისო ტრანზაქციებს და კრიპტო ადაპტაციას, ხოლო სპეციალურად ბიზნესებისთვის, შეიქმნა Wallet Pro, რომელიც რეგულარულ და არა-მხოლოდ, ტრანზაქციებს კრიპტოვალუტებში ხდის გაცილებით მარტივს, იაფსა და სწრაფს.
Wallet Pro-ს უნიკალური გადაწყვეტით ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევათ მუდმივად ჰქონდეთ კრიპტო საკუთარ ანგარიშზე და საჭიროებისამებრ ნებისმიერ დროს გადარიცხონ ან განკარგონ თავიანთი ციფრული აქტივები. დამატებით, დააკონვერტირონ კრიპტო ფიატ აქტივებში ან პირიქით, მომენტალურად და დაბალი დანახარჯით, პარალელურად კი გადარიცხვების შემთხვევაში ისარგებლონ მინიმალური, 0.2%-იანი საკომისიოთი.
ჯამში ეს ყველაფერი ბიზნესებისთვის ქმნის უალტერნატივო გადაწყვეტას, განახორციელონ საერთაშორისო გადარიცხვები და საზღვარგარეთ გასცენ ხელფასები კრიპტოს მეშვეობით, იაფად, სწრაფად და კომფორტულად.
კი მაგრამ, კრიპტოვალუტის კურსი ხომ ძალიან მერყევია?
თუ კრიპტოვალუტებში ახალი ხარ და გაცნობას ახლა იწყებ, შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა კრიპტოვალუტების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ბევრი ადამიანისათვის შესაძლოა საკმაოდ მერყევად გამოიყურებოდეს.
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს სტაბილური კრიპტოვალუტები, ანუ Stablecoin-ები, რომელთა ფასიც მუდმივად სტაბილურად არის შენარჩუნებული. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთი სტაბილური ქოინია Tether (USDT), რომელიც გამყარებულია დოლარის რეზერვებით და შესაბამისად მისი კურსიც მუდმივად ა.შ.შ დოლარის კურს უტოლდება — 1 USDT = $1.
სწორედ ამიტომ, USDT ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ კრიპტოდ ითვლება სხვადასხვა ანგარიშსწორებებისათვის. დამატებით, არსებობს სხვა სტაბილური ქოინები - USDC, Dai, TrueUSD და ა.შ.
ასევე გაითვალისწინე, Wallet Pro-ს გამოყენებისას არსებობს ავტომატური კონვერტაცია, რომელიც შენს აქტივებს დამატებით იცავს რყევებით გამოწვეული რისკებისგან.
საბოლოო ჯამში, Wallet Pro-ს ტექნოლოგია ბიზნესებსა და დასაქმებულებს საერთაშორისო ტრანზაქციებისა და საზღვარგარეთ გაცემული ხელფასებით გამოწვეულ ტექნიკურ პრობლემებს თავიდან არიდებს, დამატებით ქმნის დაბალ საკომისიოებსა და სისწრაფეს, რაც თანამედროვე სამყაროში ასე მნიშვნელოვანია.
პროდუქტის დეტალური დემონსტრაციისათვის კი, ნებისმიერ დროს შეგიძლია კრიპტალს მიმართო და უფასო კონსულტაციას მიიღებ.
კრიპტო — საერთაშორისოდ გაცემული ხელფასების სწრაფი და იაფი ალტერნატივა?
თუ შენს კომპანიაში ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მუშაობენ და ხშირად ან თუნდაც ერთჯერადად გიწევს საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელება ან ხელფასის საზღვარგარეთ გაცემა, კრიპტოვალუტები შეიძლება საუკეთესო ალტერნატივა იყოს. ისინი გთავაზობენ გადარიცხვების სწრაფ, იაფ და უსაფრთხო შესაძლებლობას, რომელიც დასაქმების გლობალურ ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება.
იმისათვის, რომ ამ ტენდენციას არ ჩამორჩე და ბიუროკრატიული პრობლემებიდან ყურადღება შენი ბიზნესის წინსვლაზე გადაიტანო, კრიპტალი და Wallet Pro კარგ ალტერნატივას გთავაზობენ ტრადიციულ საფინანსო სისტემასთან შედარებით.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები