ირაკლი კობახიძე

31 Aug. 2023, 14:14

საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე, ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. 

მოგვიანებით მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  4. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?

ხელისუფლებას ერთ რამეს ვეტყვი — გამოდით თქვენი წრიდან. ყოველთვის აგდებით, დამცირებით რომ უყურებთ სხვებს,…