მსმენელების თქმით, Imagine Dragons-ის კონცერტზე დროშების შეტანაში ხელი შეუშალეს
31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცნობილი ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართა. კონცერტი კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა, რომლის თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Imagine Dragons თითქმის ყველა კონცერტზე უცხადებს უკრაინას მხარდაჭერას, რასაც სცენაზე დროშის ატანით გამოხატავს. ჯგუფი UNITED24-ის ელჩია და კონცერტებზე სიმღერას Forever Young უკრაინას ხშირად უძღვნის.
ამ ყველაფრის ფონზე, მაყურებელთა ნაწილი გაკვირვებული დარჩა, რადგან ჯგუფს სცენაზე არც საქართველოს და არც უკრაინის დროშა არ აუფრიალებია. ჯგუფს კომენტარი არც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაუკეთებია და ქვეყანა არც Forever Young-ის სიმღერისას უხსენებიათ. არადა, ვენაში გამართულ კონცერტზე დენ რეინოლდსს ხელში უკრაინისა და საქართველოს დროშა ეჭირა.
რამდენიმე მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კონცერტზე დროშების შეტანაში ხელი შეუშალეს:
"მოკლედ, ჩვენი მთავრობის კიდევ ერთ ნაბიჯს, რუსებს რომ დისკომფორტი არ შეუქმნას, Imagine Dragons-ის კონცერტზე შესვლისას შევეჩეხე. ჩანთებს რომ ჩხრეკენ შესასვლელში, საქართველოს ეროვნული დროშა მედო, არ შეიძლებაო და ჩამორთმევის მცდელობა ჰქონდათ", — წერს ფეისბუქმომხმარებელი ნათი ხვადაგიანი.
"ყველამ კარგად წაიკითხეთ და გაავრცელეთ, დაცვის სამსახური #AlphaGreenSecurityService რომელიც Imagine Dragons-ის კონცერტის შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მოვიდა ჩემთან და მოითხოვა უკრაინის დროშის შენახვა, დამალვა და საერთოდ არ გამოჩენა", — წერს ფეისბუქმომხმარებელი ქრისტინა ჯახუა.
მთავარმა არხმა სიუჟეტში ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ მსმენელს კონცერტზე უკრაინის დროშის შეტანის გამო დაცვის წევრებთან უთანხმოება მოუვიდა.
დროშების შესახებ კონცერტის ორგანიზატორებს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
კომენტარები