გიორგი გაბუნია

4 Sep. 2023, 16:32

[მთავარ არხზე] არა მარტო კოსმეტიკურად, არამედ ძირეულად [შეიცვალა რაღაცები], რადგან ამ ადამიანებს ბევრი წლის განმავლობაში გარკვეულ სიტუაციაში და გარკვეულ მოცემულობაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარ თავში ამ ყველაფრის გადაკეთება იმიტომ, რომ რეფლექსებად გაქვს ეს ყველაფერი ქცეული, რომ მოდი, ვიტყვი, რაღაცნაირად შენს საქმეს კი არ აკეთებ, რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს ის, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა, რაც რამდენი არ უნდა გვეთქვა, რომ ასე არ არის, ყველა ხედავდა. [...]

სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული და ახლა, რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამაყითა და ბედნიერებით ვთქვა, რუსთავი 2-დან მოყოლებული ეს არ მომხდარა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, რომ ნაცების ტელევიზია არ ვართ. [...] 

ნაცების ტელევიზია არ ვართ და ამას პირდაპირ ვამბობ, დიდი სიამაყით ვაცხადებ და ეს თავისუფლების გემო ამ ადამიანებმა, რომლებმაც გაიგეს, რომლებიც უბედნიერესები [იყვნენ], პირდაპირ ვამბობ, ესეც ხომ არ იცის მაყურებელმა, პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, აღარ ვართ და არ ხართ ვალდებულები, ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ და თქვენ ჟურნალისტები და წამყვანები, როგორც ჩათვლით, რა არის საჭირო და რა არის სასარგებლო საზოგადოებისთვის, იმას გააშუქებთ, რომ გენახათ, ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იმ სიმძიმეს, რაც არის, როდესაც პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ, გრძნობენ ეს ადამიანები.

ხომ ყველა ნაცებს ეძახდა ამათ, მათ შორის, რუსთავი 2-ში, ამ დროს ყველზე კარგად შენ იცი, როდესაც მუშაობ მთელი სიმახინჯე ამ სისტემის, ისევე როგორც ახლა, რა თქმა უნდა, ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ იმედზე ხომ ვეძახით, რომ ქოცები არიან და ემსახურებიან რუსულ მიმართულებას, მაგრამ ამ დროს მათ ყველაზე კარგად იციან, უამრავი იქაც იქნება აუცილებლად გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა, რომ ამ წნეხისგან გათავისუფლდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.7414 ნახვა
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა6130 ნახვა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი4652 ნახვა
  4. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 0004263 ნახვა
  5. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც3693 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი რეაქცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~