მაიკლ კარპენტერი

4 Sep. 2023, 18:42

შეერთებული შტატების პოზიციიდან ვიტყვი, რომ ჩვენ გვინდა და გვჭირდება, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანდეს. ახლა საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. მალე ევროკომისი გააკეთებს მოხსენებას და შემდგომ, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამიტომ ლოგიკურია, რომ მთავრობა უნდა აორმაგებდეს ძალისხმევას, რათა შესაძლებლობების ფანჯარა გამოყენებულ იქნას, რადგან შეიძლება ის აღარ გაიხსნას გარკვეული დროის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ნათლად წარმოადგინა პრიორიტეტები და ისინი ეხება მედია პლურალიზმს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, დეოლიგარქიზაციას. ამიტომ თუ ამას მართლაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა მთავრობისთვის, მან უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებულ იქნეს. 

კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ქართველებმა უზარმაზარი საფასური გადაიხადეს 2008 წელს და ისინი იმსახურებენ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, რადგან ისინი ევროპელები არიან კულტურულად, ისტორიულად, პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პრობლემები დროდადრო, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ასეა. ამიტომ ჩვენ მათ დავეხმარებით, მაგრამ მათ დავადაც უნდა აიღონ სადავეები ხელში. 

იყო დრო, როდესაც საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და იმედი მაქვს, რომ ამ ლიდერობას ისევ აღადგენს. თუ ქართველ ხალხს სურს ეს, მათ აქვთ შესაძლებლობები, რომ მთავრობას გააგებინონ საკუთარი სურვილები. არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს შესაძლებლობები საკუთარი აზრის გამოთქმის. ამ დილით მე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი და მან დამიდასტურა, რომ მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა. ასე რომ, ვნახოთ. მე, როგორც ამერიკის წარმომადგენელი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მოგვეცით საშუალება, დაგეხმაროთ. ჩვენ ეს ძალიან გვინდა. [მთავარი არხის თარგმანი]. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  2. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  3. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს

ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის ეს განცხადება მიმართება თბილისის სამედიცინო…