ბაზისბანკის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ტრანზაქციამ ADB-ის წლის საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდო მიიღო
ბაზისბანკმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდო მიიღო. ჯილდო ბანკის წარმომადგენლებს 2023 წლის 5 სექტემბერს სინგაპურში გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცათ.
ჯილდო უშუალოდ ეხებოდა ბაზისბანკის მიერ დადებულ ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციას, რომელიც განხორციელდა ADB-ს ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში და სპეციალურად მოიცავდა კომპონენტებს გარემოს დაცვის მდგრადობის უზრუნველყოფისათვის.
ბაზისბანკმა აღნიშნული აღიარება მიიღო კლიენტების მხარდაჭერისათვის კლიმატის ცვლილების შემცირებისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ამ მიდგომას ხელშესახები დადებითი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებაზე და მოაქვს დამატებითი ღირებულება ბიზნესისათვის.
"მოხარული ვართ, რომ მივიღეთ ADB-ის TFP-ის წლის საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდო, რადგან ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა და ნათლად ასახავს ჩვენი გუნდის მიერ გაწეულ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებების მართვის, გარემოს დაცვის მდგრადობის უზრუნველყოფისა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის მიმართულებებით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ADB-ს აღიარებისათვის და ჩვენი გუნდის მხარდაჭერისათვის წლების მანძილზე. ჩვენ მუდმივად ვიღრმავებთ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე ვამყარებთ პარტნიორობას წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს კლიმატის ცვლილების რისკების შესამცირებლად პრაქტიკული და მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღებაში და გავზარდოთ კლიმატის ცვლილების შემცირებაზე ორინეტირებული ბიზნესების დაფინანსება", — განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.
ბაზისბანკის შესახებ
ბაზისბანკი მეოთხე უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია საქართველოში, ბაზარზე 30-წლიანი მოღვაწეობის ისტორიით. ჯგუფი დაზღვევის და ლიზინგის მიმართულებებსაც აერთიანებს და ემსახურება 200 ათასზე მეტ ბიზნეს და საცალო კლიენტს თავისი მულტი-პლატოფრმული ქსელისა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 40 ფილიალის მეშვეობით.
აზიის განვითარების ბანკის შესახებ
აზიის განვითარების ბანკი (ADB) 1966 წელს დაარსდა და 68 ქვეყანაში, მათ შორის აზიის რეგიონის 49 ქვეყანაში ოპერირებს. ბანკს აქვს AAA საკრედიტო რეიტინგი და ჰყავს 250-ზე მეტი პარტნიორი ბანკი. აზიის განვითარების ბანკის TFP პროგრამა გულისხმობს ვაჭრობის სფეროში მოქმედი ბიზნესების უზრუნველყოფას საკრედიტო რესურსებითა და გარანტიებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. TFP პროგრამის ინიციატივები გლობალური ვაჭრობისსფეროში მოქმედ კომპანიებს ხელს უწყობს ჩამოყალიბდნენ ეკოლოგიურად გათვითცნობიერებულ, მდგრად, ინკლუზიურ, გამჭვირვალე და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტებად და მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მოქნილ და მდგრად განვითარებაში. ADB ასევე მუშაობს რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით.
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
კომენტარები