მამუკა მდინარაძე

7 Sep. 2023, 16:45

თავისი ოჯახის შემოსავლებით, ხარჯებით, ჩარტერით არის გაფრენილი შვილთან ერთად, რადგან შვილს მიყვებოდა, რომელიც სასწავლებლად წავიდა აშშ-ში, ევროპაში და იქიდან გადაფრინდა ჩვეულებრივად, აშშ-ში. ჩემი აზრით, ეს არ არის თქვენი საქმე და არავის საქმე. ეს არის თქვენი საქმე, როცა ითვალისწინებს კანონი, გამოქვეყნდება, დეკლარაციაში ჩაიწერება, იმიტომ, რომ არის კერძო ხარჯი. [...]

მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება, თუ არ მომეხმარა, მაგალითად, ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ეს საშუალება, რომელზეც თქვენ ილაპარაკეთ სამი კვირა. ჰოდა, გეუბნებით, მე ამ წუთში ჩარტერით ვერ გავფრინდები და [ირაკლი ღარიბაშვილის] ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი, როგორც ჩანს. იკითხეთ და გაგცემენ პასუხს, დეკლარაციაში ეწერება. ხალხო, დეკლარაციაში არ წერიაო, გუშინ წინ ადამიანი გაფრინდა და დღეს დეკლარაციაში რატომ არ წერიაო, ხომ სპეკულაციაა.

თქვა მამუკა მდინარაძემ. მთავრობის სტრატკომის განცხადებით, ზაფხულში ღარიბაშვილი აშშ-ში ბიუჯეტის ხარჯებით არ ჩაფრენილა. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრემიერი აშშ-ში საკუთარი ხარჯებით შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარლამენტის გვერდითა შესასვლელებში დამატებითი კარები დააყენეს და შეადუღეს — მობილიზებულია სპეცრაზმიც

რა ხდება: საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაცვის ზომები გამკაცრებულია. ტვ პირველის ინფორმაციით,…