ილია დარჩიაშვილი

7 Sep. 2023, 18:16

დღეს საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა. ერთი მხრივ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უკვე საქართველოში მას დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას შეეხება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება უმაღლეს დონეზე;

მეორე მხრივ, აქცენტები იქნება გაკეთებული დღეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების კუთხით. ბორელის ვიზიტიც სპეციალური გზავნილია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს. [...]

ვფიქრობ, ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს, ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და, მეორე მხრივ, ექნება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ოქტომბერში ველოდებით ევროკავშირის შესაბამის ანგარიშს, რომელმაც, ასე ვთქვათ, უნდა მიგვიყვანოს დეკემბრამდე, როდესაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იყოს.

განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დასავლელი დიპლომატების სია — სამთავრობო პარტია ქვეყანაში მათი არ შემოშვების საკითხს განიხილავს

რა ხდება: ღიად ანტიდასავლური სამთავრობო პარტია ხალხის ძალა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს,…