თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: აგვისტოში საინფორმაციო სააგენტო cnews-მა გაავრცელა ფოტოები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ყოფნისას, მანჰეტენზეა გადაღებული.
- მომხდარს საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება მოჰყვა.
- ღარიბაშვილს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდნენ, ამბობდნენ, რომ ქვეყანა რუსული გზით მიჰყავს, თავად კი აშშ-ში ისვენებს.
- გაიჟღერა ბრალდებებმა მგზავრობის ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც.
- მთავრობის სტრატკომმა განაცხადა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდებოდა და პრემიერის აშშ-ში ჩაფრენის ხარჯები ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
- მათი მტკიცებით, პრემიერმინისტრი, როგორც სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.
- "კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ს მიმართულებით პრემიერმინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა", — აღნიშნულია სტრატკომის განცხადებაში.
- გარდა ამისა, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრემიერი აშშ-ში შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.
დეტალები: პრემიერმინისტრის მიმართ ბრალდებებს ქართული ოცნების წევრებმაც უპასუხეს.
- მამუკა მდინარაძის თქმით, ვიღაცებმა ვერ მოინელეს რომ ღარიბაშვილის შვილმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა.
- "სახელმწიფო ხარჯით არა, დანარჩენი დეკლარაციაში ნახეთ", — უთხრა მან ჟურნალისტებს.
- კალაძის განცხადებით კი, თუ სადმე თავისი ხარჯებით მიდის, არანაირი აუცილებლობა არ აქვს, ამაზე ისაუბროს.
TV პირველის გადაცემაში, ნოდარ მელაძის შაბათი, ჯორჯიან ეარვეისის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, მიუნხენში მისმა კომპანიამ წაიყვანა.
- "თვითმფრინავი მათია, ჯორჯიან ეარვეისი ემსახურება", — უთხრა მან TV პირველის ჟურნალისტს.
- მისი თქმით, მან შეკვეთა სამთავრობო დაცვისგან მიიღო: "მე ყოველთვის ჩუბინიძის უწყება მიკვეთავს".
- ჟურნალისტის კომენტარს, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი არ ყოფილა ოფიციალური, გაიაშვილი ასე პასუხობს: "პრემიერმინისტრია, თქვენ ის ხომ არა გგონიათ, რომელიმე ქარხნის მუშა. ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მარტო თვითმფრინავი, გამოიყენება სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა".
- გარდა ამისა, გაიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ პრემიერის მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ, ჯორჯიან ეარვეისმა პილოტები საქართველოში დააბრუნა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მის წამოსაყვანად გაუშვა.
- კითხვაზე, თუ რა ჯდება ეს მომსახურება, ჯორჯიან ეარვეისის ხელმძღვანელი ამბობს რომ მთავრობა იხდის და მან არ იცის.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის კომენტარი გუშინ ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.
- ის ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იყო კომერციული და თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა.
- "ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მოგეხსენებათ, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული, კერძო პირებისგან სხვადასხვა სახის და სხვადასხვა ფორმით შემოსავლები".
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
კომენტარები