ლელო საქართველოსთვის

10 სექტ, 2023

როგორც ვიცით, და როგორც აბსოლუტურმა უმრავლესობამ ალბათ გუშინ ვნახეთ ტელეკოპანია პირველის ეთერით, ნოდარ მელაძის საგამოძიებო საავტორო ჟუნრალისტური გადაცემის შესაბამისად, ვიხილეთ უკვე დადასტურებული ფაქტი იმ აღვირახსნილი ქმედებისა, რასაც ჰქვია საქართველოს მთავრობის, და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, საქართველოს პრემიერმინისტრის პირდაპირ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების საკუთარი ნებით, საკუთარი სურვილისამებრ, საკუთარი ინტერესებისამებრ გამოყენება. 

ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. აქ საქმე გვაქვს ჩვენ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან და როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა მტკიცებულებებით, უნდა დაწყებულიყო გამოძიება და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე დაწყებულიც უნდა იყოს გამოძიება, უნდა იყოს გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ და მიმდინარეობდეს შესაბამისი პროცედურები. 

ლელომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერმინისტ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს და მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ამ ქვეყანაში იქნება თუ არა კორუფცია, რომ შემოუერთდეს [იმპიჩმენტის პროცედურებს]. ლელო ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. 

ასე ეხმაურება პარტია ლელო საქართველოსთვის TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი არაოფიციალური ვიზიტისთვის გამოიყენა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ცესკო: ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 40.93 %-მა მიიღო1189 ნახვა
  2. ისანში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა1022 ნახვა
  3. გოჩა ბერიძე ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს, არ შეასრულონ გეკა გელაძის ბრძანებები და 4 ოქტომბერს ქვეყნის ინტერესები დაიცვან509 ნახვა
  4. ჩაქვში სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს — შსს-ს კომენტარი359 ნახვა
  5. აშშ-ის სახდეპი ადასტურებს, რომ მოითხოვეს თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა გაჟღერებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად352 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერი…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~