ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმში თოჯინების პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა
ბაზისბანკის, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერის ფინანსური კონტრიბუციით, 8 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმი თოჯინების პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მონაწილე მსახიობებმა, 6 მეტრიან თოჯინა "ხეტიალასთან" ერთად გახსნეს და მასთან ერთად ბათუმის ქუჩები მოიარეს, საოცრებათა მოედანზე კი კახაბერის მუსიკის თანხლებით, საოცარი ემოციები შეუქმნეს ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის ვიზიტორებს.
თეატრალურ ფესტივალში შვიდი პროფესიული სახელმწიფო თეატრი მონაწილეობს, რომლებიც თურქეთის, ყაზახეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ საერთაშორისო ჟიურის, 8 საკონკურსო და ორ არასაკონკურსო სპექტაკლს წარუდგენენ. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლებზე დასწრება მაყურებლისთვის თავისუფალია.
13 სექტემბერს ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი რეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები, ქართველი მსახიობებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ.
თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრმა, საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანებასთან ერთად დააფუძნა, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
"ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული თეატრის პოპულარიზაციის და თანამედროვე სახელოვნებო პროცესების მხარდაჭერის მიმართულებით. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, განვითარების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ კულტურას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ბათუმის პირველ საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანია დარგის განვითარების მიზნით, პოპულარიზაცია გაუწიოს თოჯინურ თეატრებს. დარწმუნებული ვართ, რომ ბაზისბანკის ხელშეწყობით, მომავალშიც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით", — აღნიშნავს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
კომენტარები